ირაკლი კობახიძე: ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის - 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მშპ

ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები ჯამურად, გაიზარდა 6,4 პროცენტით.

„თავის დროზე რა ხდებოდა ეროვნულ ბანკში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. გახსოვთ, იყო პერიოდი, როდესაც ბატონი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ბევრი კითხვის ნიშანი იყო მასთან დაკავშირებით. მე მაინც აქცენტს გავაკეთებდი ბოლო წლების მაჩვენებელზე, რადგან ჯამურად ჩვენ რომ ავიღოთ 2014-2025 წლები, იქ დისპროპორცია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან შეინიშნება, მაგრამ წამოვიდეთ აქეთ, როდესაც ბატონი ქადაგიძეც აღარ იყო და რაღაცები მოწესრიგდა.

ბოლო წლები რომ ავიღოთ, 2020 წლიდან დღემდე, ამ პერიოდის განმავლობაში საპირისპირო დისპროპორცია იყო ფულის მასის ზრდის კუთხით, რადგან ფულის მასა იყო 30,4 მილიარდი 2020 წელს და ახლა არის 57,7 მილიარდი, როდესაც ამ პერიოდში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგდა. 2014-2025 რომ ავიღოთ, კი ბატონო, საპირისპირო დისპროპორცია იყო. გვახსოვს, რომ კურსის ცვლილებაზეც აისახა ეს ყველაფერი და ბევრი კითხვა იყო ბატონ ქადაგიძესთან დაკავშირებით, საბოტაჟზე ეჭვები და ა.შ. მაგრამ მას შემდეგ განსხვავებული ვითარებაა. რომ ავიღოთ 2020 წლიდან პერიოდი და არა 2014 წლიდან პერიოდი, აქ საპირისპირო დისპროპორცია გვაქვს ჩვენ. ადრე თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას ასწრებდა ფულის მასის ზრდა, ახლა პირიქით არის, ფულის მასა ბევრად ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა. რადგან 30,4 მილიარდიდან გაიზარდა 57,7 მილიარდამდე 2020 წლიდან ფულის მასა, მაშინ, როდესაც 50 მილიარდიდან 104 მილიარდამდე არის გაზრდილი მთლიანი შიდა პროდუქტი.

ფულის მასა დაკავშირებულია ნომინალურ მშპ-სთან. რაც შეეხება ინფლაციას, ბოლო სამი წლის მონაცემები მაქვს. იყო მაღალი ინფლაცია 2019-2022 წლებში. რაც შეეხება ბოლო სამ წელიწადს, ამ სამი წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასები, ჯამურად სამ წელიწადში გაიზარდა 6,4 პროცენტით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777795113

ახალი ამბები

მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ

იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...

 დავით მათიკაშვილი

1777793847

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...

 ავტომობილის გატაცების ფაქტზე

1777793754

ახალი ამბები

პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაზერბაიჯ...

 დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

1777792641

ახალი ამბები

„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებ...

ამინდი

1777791364

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...

ირაკლი კობახიძე