პრემიერი: კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათაზე და საწვავის აქციზზე მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება
კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, რომ უნდა განახევრდეს დღგ ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავის აქციზზე, აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან მაშინ, როდესაც თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
მისივე თქმით, ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს 450 მლნ ლარს, ხოლო საწვავზე აქციზის განახევრება 360 მლნ ლარს მოაკლებს და ეს თანხები, საბოლოო ჯამში, ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურის ნაწილში და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული განცხადებები პოლიტიკანურია.
„ერთ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ამაზე ხშირად საუბრობენ ხოლმე, ძირითადად, კონკრეტული პარტიების წარმომადგენლები - ეს არის გადასახადების განახევრება. ასეთი ინიციატივით გამოდიან, რომ უნდა განახევრდეს მათი ინიციატივით, დამატებითი ღირებულების გადასახადი ძირითად სასურსათო კალათზე და საწვავზე აქციზზე. ჯერ ერთი, განახევრებას რომ ამბობენ, ამასაც არ ასაბუთებენ, იქნებ საერთოდ უნდა გაუქმდეს. საერთოდ თუ გაუქმდება, მაგალითად, 9 %-ის მაგივრად 18 %-ით შემცირდება ფასები სურსათზე.
რაც შეეხება ბიუჯეტზე გავლენას - ძირითადი კალათის შემთხვევაში, დღგ-ს განახევრება ბიუჯეტს მოაკლებს 450 მლნ ლარს, ეს ის თანხაა, რომელიც საბოლოო ჯამში ხალხს უბრუნდება, სოციალური ხარჯების სახით, ინფრასტრუქტურა და ა.შ. რაც შეეხება საწვავზე აქციზის განახევრებას, ბიუჯეტს მოაკლებს 360 მლნ ლარს. ისინი აცხადებენ, რომ მარტივად უნდა ჩაიხსნას 810 მლნ ლარი ბიუჯეტიდან, მაშინ, როდესაც ეკონომიკიდან გამომდინარე, თითოეული თეთრი გასაფრთხილებელია, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს თანხები ისევ ხალხს უბრუნდება. მესამედზე მეტი მარტო სოციალური ხარჯია ბიუჯეტში. მინიმუმ 8 მლრდ უნდა იყოს კაპიტალური ხარჯები და რომ არ გავყვეთ, იქ პოლიციაა, ჯარი და ა.შ. ყველას თავისი მინიმუმი აქვს და სივრცე მინიმალური რჩება. ამ პირობებში, ძალიან მარტივად ამბობენ, რომ 810 მლნ ლარი უნდა მოაკლდეს ბიუჯეტს. 810 მლნ ლარი თუ უნდა მოაკლდეს, დაასაბუთონ მაშინ, იქნებ 1 მლრდ 620 მლნ უნდა მოაკლდეს, რატომ 810 და 1 მლრდ 620 მლნ. აბსოლუტურად მართლა პოლიტიკანურია ასეთი ინიციატივები, რითაც გამოდიან. არც თანხებს ითვლიან, არც რამეს გეუბნებიან, უბრალოდ განახევრდესო, ეს არის მარტივი პოლიტიკური დემაგოგია, რასაც მიმართავენ,“- აღნიშნა პრემიერმა.
1777795113
ახალი ამბებიმათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...
1777793847
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...
1777793754
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაზერბაიჯ...
1777792641
ახალი ამბები„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებ...
1777791364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...































