პრემიერი: დღეს იყო კარგი ინიციატივები და უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათაზე ფასების შემცირება
დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ კონსულტაციები, თუ როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათაზე ფასების შემცირება, საშუალოვადიანი ამოცანაა, რომ უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე, ხოლო გრძელვადიან პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში იდენტიფიცირება მოახდინოს წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ.
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ დებატებში ყოველთვის ფასებზე არ გვიწევდა საუბარი, გადახვევები გვქონდა, ვერ მოვისმინეთ კონკრეტულ შემთხვევაში ფასებთან დაკავშირებით შეთავაზებები. შევაჯამოთ, რას ვფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ეფუძნება მთავრობის მუშაობის შედეგებს, საპარლამენტო კომისიის მუშაობის შედეგებს. არის ორი მიმართულება, ერთი მოკლევადიანი, ერთი - გრძელვადიანი.
მოკლევადიანს რაც შეეხება, დღეს იყო კარგი ინიციატივები და ეს უნდა გავაღრმაოთ, უნდა გავაგრძელოთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები უახლოეს დღეებში, როგორ არის შესაძლებელი მოკლევადიან პერსპექტივაში ძირითად კალათზე ფასების შემცირება, ვფიქრობთ, ამაზე შეიძლება ხელშესახები შედეგის მიღწევა, ეს არის მოკლევადიანი ამოცანა.რაც შეეხება გრძელვადიან პროცესს, გამჭვირვალობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია. ეს გამჭვირვალობა, მათ შორის, კონკურენციის სააგენტოს მისცემს იმის საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს იდენტიფიცირება წესებიდან გადახვევების, არასწორი თამაშის წესების და ა.შ. და ასევე რაც არის მნიშვნელოვანი საშუალოვადიანი ამოცანა - უნდა მოხდეს მიწოდების ჯაჭვის დამოკლება, რაც შესაძლებელია ბიზნესთან კონსულტაციების საფუძველზე. თუ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება ამ სექტორში, ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ანუ, გვაქვს საშუალოვადიანი ამოცანები და გვაქვს მოკლევადიანი ამოცანა, რაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მოკლევადიან ამოცანაზე უახლოეს დღეებში უნდა ჩამოვყალიბდეთ, რაც შეეხება საშუალოვადიან ამოცანებს, აქაც კონკრეტული გზა პრინციპში უკვე დასახულია და ამაზე აქტიურად იმუშავებს მთავრობა პარლამენტთან ერთად,“- განაცხადა პრემიერმა.
1777795113
ახალი ამბებიმათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ
იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარ...
1777793847
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...
1777793754
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაზერბაიჯ...
1777792641
ახალი ამბები„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებ...
1777791364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...































