მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:
- თავდაუსხმელობის გარანტიები;
- ამერიკული ჯარების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან;
- საზღვაო ბლოკადის მოხსნა;
- დაბლოკილი ირანული აქტივების დეპოზიტების გახსნა;
- რეპარაციების გადახდა;
- სანქციების მოხსნა;
- ომის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით;
- ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ახალი მექანიზმის დადგენა.
გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეირანის გეგმაში დადგენილია ერთთვიანი ვადა მოლაპარაკებებისთვის ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტისა და ომის საბოლოო დასრულების შესახებ.
გარიგების მიღწევის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ ერთი ერთთვიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს გამოცემის რესპონდენტებმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინადადებებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მალე განიხილავს, თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ის ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება.
1777793847
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. ინ...
1777793754
ახალი ამბებიპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებითაზერბაიჯ...
1777792641
ახალი ამბები„ელჭექი, სეტყვა, ქარი“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 3 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებ...
1777791364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის...
1777789812
ახალი ამბებიტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს
ამერიკის შეერთებული შტატები გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას აპირებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. გერმანიიდან ამე...































