დავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა

„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ჩაუხსნიათ“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, კი, დაწერეს მათ განცხადებები, რომ ისინი პარლამენტში არ აპირებენ შემოსვლას, მაგრამ ეს სია, რომელიც მათ წინასაარჩევნოდ წარადგინეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, არის აქტუალური და აქტიური.

„შესაბამისად, წესს რაც შეეხება, რეგლამენტით დადგენილ პროცედურას, თუკი ერთი სესიის ნახევარზე მეტს გააცდენს კონკრეტული პარტია, მას, რა თქმა უნდა, შეუწყდება მანდატები, მაგრამ ამ ყველაფრის განხილვა და მსჯელობა ხდება სესიის ამოწურვის შემდეგ ათ დღეში. სესიის ნახევრის შემდეგაც თეორიული შანსი არის, ზოგადად, დარჩენილი, რომ შესაძლოა ჩაინიშნოს სესიები და ა.შ. რაღაცნაირად შეივსოს ეს სივრცე.

ამიტომ, წესი იქნება ასეთი, ჩვენ დაველოდებით სესიის ბოლოს, იქნება მოკვლევა რა საფუძვლით არ მონაწილეობდნენ ეს დეპუტატები საპარლამენტო სხდომებში, კომიტეტებსა და სესიებში და შემდგომ მოხდება მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, მაგრამ წესის მიხედვით, რადგანაც ჩახსნილი არ აქვს სია გახარიას პარტიას, შემდგომ წევრებზე მოხდება ცესკოს მხრიდან შეთავაზება და მათი, ანუ გახარიას თანხმობის შემთხვევაში უკვე შემდეგი 12 ადამიანი ჩაითვლება გახარიას პარტიიდან იმ წინა 12-ის უფლებამონაცვლედ.

ეს შეგნებულად გააკეთა გახარიამ, რა თქმა უნდა, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მას არ შეეწყვიტოს იმიტომ, რომ საბიუჯეტო დაფინანსება ყველა იმ პარტიას შეუწყდა, რომლებმაც მთლიანად ჩახსნეს სია ცესკოში და ამით უარი განაცხადეს საბოლოოდ პარლამენტში შემოსვლაზე. ესეც რაღაც გარკვეული ფანდი იყო იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან ფინანსები გახარიას მიეღო“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748018751

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა

 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას...

გია ვოლსკი

1748017104

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია

 „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ფონზე, რ...

გურამ მაჭარაშვილი

1748010056

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან

„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...

დავით მათიკაშვილი

1748008247

ახალი ამბები

თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია

1748005786

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

 ვალუტის კურსი