გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა.
მისი თქმით, იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები ძალიან გასაკვირია.
„როგორც უცხოეთიდან, ისევე, აქ არსებული საელჩოებიდან თუ რა დამოკიდებულებებია და რა განცხადებები კეთდება საქართველოსთან მიმართებით, ამას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაკვირდებით. ასევე, ვაკვირდებით, თუ რა კომუნიკაცია აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ - ნაწილობრივ ვიცით, მაგრამ მაინც. იმ ფონზე, როცა ბოლო რამდენიმე დღეა „ნაცმოძრაობისგან“ და მისი ლიდერებისგან პირდაპირი მუქარები ისმის იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისს მსხვერპლსაც კი არ მოერიდებიან, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც აღარავითარი სტატუსი აქვს, აშშ-ის საელჩოში კონსულტაციებს მართავს. თან მაშინ, როცა 26 მაისამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. ეს ყველაფერი კი, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია. ამიტომაც მოვითხოვეთ, რომ საელჩოს წარმომადგენელს განცხადება გაეკეთებინა - თუ ასე არ არის, ესეც თქვას, ხოლო თუ ნამდვილად ასეა, განგვიმარტოს, რა კონსულტაციები შეიძლება ჰქონდეს აშშ-ის საელჩოსთან იმ ადამიანს (მით უმეტეს, ხელისუფლებისგან დასამალი), რომელსაც დღეს არანაირი სტატუსი არ აქვს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
1748018751
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა
26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას...
1748011602
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა
„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...
1748010056
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან
„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...
1748008247
ახალი ამბებითემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...
1748005786
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...