გიორგი ვოლსკი: 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა

 26 მაისი გამაერთიანებელი დღეა, ყველამ უნდა იზეიმოს, კარგ განწყობაზე იყოს და ახსოვდეს, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც საკმაოდ რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე დადგა, ვითარდება და მძიმე გამოწვევებისას სტაბილურობა შეინარჩუნა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, „არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება და მას შემდეგაც“.

„რასაკვირველია, სამხედრო ღონისძიება ჩატარდება, ახალწვეულები ფიცს დადებენ თავიანთი ქვეყნის ერთგულებაზე. ვფიქრობ, არანაირი ღონისძიება კანონიერებას არ უნდა გასცდეს, თორემ აქციის ჩატარება 26 მაისსაც შეიძლება, მას შემდეგაც და მანამდეც. უბრალოდ, გარკვეული კანონებია, რომელიც დაცული უნდა იყოს. აზრის გამოხატვის თავისუფლება არავის შეუზღუდავს. საპროტესტო აქციაზე ევროპარლამენტარებიც ვიხილეთ და საგარეო საქმეთა მინისტრებიც. მათთვის აქციაში მონაწილეობისთვის ხელი არავის შეუშლია, მაგრამ გვახსოვდეს, რომ მათ ახალგაზრდებს სისხლის ღვრისკენ პირდაპირ მოუწოდეს. რასაკვირველია, ეს დაშვებული არ იქნება. სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ შემშრალა ის სისხლი, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მთავრობამ რუსთაველის გამზირზე დაღვარა, ისეთი გამწვავება დავუშვათ, რაც ქვეყანას დააზიანებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748017104

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: იმ ფონზე, რომ რადიკალები 26 მაისს ძალადობას აანონსებენ, სალომე ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლა და კონსულტაციები, მსუბუქად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია

 „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში იმყოფებოდა, მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, იმ ფონზე, რ...

გურამ მაჭარაშვილი

1748011602

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: გახარია როდესაც აცხადებს პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა

„გახარია როდესაც აცხადებს ჩვენ პარლამენტში არ ვართო, ეს არის ტყუილი, ფიზიკურად აქ არ შემოსულან, მაგრამ რეალურად გიორგი გახარიას პარტიამ ის არ გააკეთა, რაც სხვა რადიკალებმა გააკეთეს, ანუ სია ცენტრალურ...

დავით მათიკაშვილი

1748010056

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი 26 მაისზე: ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან

„ვინც ეცდება რაიმე ფორმით ამ პროცესში შეიტანოს დისონანსი, კრიმინალი და მოიქცეს ისე, რომ საფრთხე შეუქმნას ზეიმის წარმატებით განხორციელებას, სათანადო პასუხს მიიღებენ ხელისუფლებისგან“, - განაცხადა პარლამ...

დავით მათიკაშვილი

1748008247

ახალი ამბები

თემურ ქეცბაია: ველოდებით, რომ ფინალს „პარი სენ-ჟერმენი“ მოიგებს და ჩემპიონთა ლიგის მეორე გამარჯვებული ქართველი გვეყოლება

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა და მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა, სადაც ხვიჩა კვარა...

მწვრთნელი თემურ ქეცბაია

1748005786

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7383 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

 ვალუტის კურსი