დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

„დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გავეცანით. მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა იმ დარგის განვითარებას, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ქართული ფუტკარი უნიკალურია, მსოფლიოში აღიარებული და მისი დაცვა და გამრავლება აუცილებელი საქმეა. სწორედ ამიტომ არის მუხურის ბაზა განსაკუთრებული მნიშვნელობის.

შეხვედრა გვქონდა მოცვის მწარმოებლებთან და მეთხილე ფერმერებთან. საქართველოში თხილი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტის მქონე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. საქართველო თხილის ექსპორტიორი ქვეყნების მსოფლიო შვიდეულში შედის.

მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი არის წინაპირობა, რომ ჩვენს ფერმერებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავლები. სახელმწიფო არაერთი პროგრამით, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით უდგას მხარში მათ, ეს ეხება ბაღების გაშენებაში ხელშეწყობას, მოსავლის შესაბამისი პირობებით დაბინავებას, დაავადებებთან ბრძოლას, მათ შორის ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბურ ღონისძიებებს.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია 250 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

ამ ეტაპზე, თხილის სექტორში გამოწვევაა ბაღების ხმობა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს მიზეზის იდენტიფიცირების საკითხზე, რომ ფერმერებს შესაბამისი რეკომენდაციებით დავეხმაროთ.

რაც შეეხება მოცვს, ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო გახდა, აქტიურად გადის ექსპორტზე და სულ უფრო მეტად მოთხოვნადია. მოცვის წარმოების მზარდი მასშტაბები სახელმწიფო პროგრამებით მიღებული მხარდაჭერის შედეგია.

მიუხედავად იმისა, რომ წელს საგაზაფხულო ყინვამ მოსავლის ნაწილი დააზიანა, გაზრდილი წარმოების ფონზე, ექსპორტის მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით მეტია. ექსპორტირებული მოცვის ღირებულებამ 40.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა გრძელდება აგრარული დარგის განვითარების, ჩვენი ფერმერების და მეწარმეების კეთილდღეობის ზრდის და შედეგად, ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. მინისტრი მუხურში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ლაბორატორიის თანამშრომლებს და მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა.

დავით სონღულაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში სახელმწიფო მხარდაჭერით შექმნილ შპს „ჯენტრი ინვესტმენტის“ საწარმოში ლურჯი მოცვის სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო.

მინისტრი სოფელ რიყეში მეთხილე ფერმერებსაც შეხვდა. შეხვედრა სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ გიორგი ზაქარაიას თხილის პლანტაციაში გაიმართა. დავით სონღულაშვილმა მეთხილეობის დარგში არსებული გამოწვევების, საჭიროებების და მიმდინარე სამუშაოების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752511937

ახალი ამბები

გეკა გელაძე: ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება, ასევე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გარდაცვლილი

 „ამ ეტაპზე რაც შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია კლინიკაში გადაყვანილი, კონტაქტურია, უტარდება სამედიცინო დახმარება“, - განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრმა გეკა გელაძემ. მისივე თქმით, ე...

გეკა გელაძე

1752509928

ახალი ამბები

თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს იყო დაგეგმილი გადაიდო

 თბილისში, სადგურის მოედანზე განვითარებული მოვლენების გამო ზუგდიდის სპორტული კომპლექსის გახსნის ღონისძიება, რომელიც დღეს 20:00 საათზე იყო დაგეგმილი, გადაიდო. ცნობისთვის, შსს თბილისში, „სადგურის მოედნი...

ვაგხ

1752508466

ახალი ამბები

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი შენობის ფასადი ჩამოინგრა - შსს განცხადებას ავრცელებს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციე...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1752507700

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, მოუწიათ გუნდის დატოვება და ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ბრალდებები

 არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილებიარიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ,გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათმიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგ...

ირაკლი კობახიძე

1752505505

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა. კულტურის მინისტრმა პრეზიდენტს სამომავლო...

საქართველოს პრეზიდენტმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი დაათვალიერა