დავით სონღულაშვილმა პარიზში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) 92-ე გენერალური სესიის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. სესიას 20-მდე ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.
დავით სონღულაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და ყურადღება ვეტერინარებისთვის საგანმანათლებლო აქტივობების ზრდის და შესაძლებლობების გაძლიერების, დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ ვადასტურებთ მზაობას თანამშრომლობისთვის ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მის წევრ სახელმწიფოებთან, რითაც ჩვენს კუთვნილ წვლილს შევიტანთ მსოფლიოში ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლასა და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დაცვაში, რაც გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების და უვნებლობის სისტემების, ასევე ზოგადი კეთილდღეობის ზრდის მნიშვნელოვანი ელემენტია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტერიალის ფარგლებში, ესპანეთის, საფრანგეთის, კენიის, მაროკოს სოფლის მეურნეობის მინისტრებს შეხვდა.
ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია (WOAH) 183 ქვეყანას აერთიანებს.
საქართველო ორგანიზაციაში 1992 წლიდან არის გაწევრიანებული.
მინისტრთან ერთად შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე კოკაია ესწრებოდა.
1748353746
ახალი ამბებიპროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ბათუმში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძი...
1748352807
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7357 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7376 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1748351141
ახალი ამბებიქობულეთში 55 წლის კაცი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა
ქობულეთში, ინერტული მასალის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში დასაქმებული 55 წლის კაცი სამუშაოს წარმოების დროს დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, დასაქმებული მძიმე ტექნიკას მართავდა, როდესაც მწყობრიდან გამო...
1748349676
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს, თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ულოცავს. „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ...
1748348006
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მოვალეობა და რაც მთავარია, დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა - უზრუნველვყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორცი...