ეკა სეფაშვილი: ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდა უცხოელ რადიკალ პოლიტიკოსებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ქვეყანა ომში ჩართონ

„[უცხოელი პოლიტიკოსების, მათ შორის, პაველ ჰერჩინსკის მხრიდან რადიკალური განცხადებების] მიზანი, რა თქმა უნდა, ევროსკეპტიციზმის გაღვივება არ არის, თუმცა, იმდენად იტყუებიან, ისეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ საქართველოსთან მიმართებით და იმგვარად არიან რეალობას აცდენილები, რომ ქართულ საზოგადოებას ეს ევროკავშირის მიმართ ნდობას აკარგვინებს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდა უცხოელ რადიკალ პოლიტიკოსებს უკავშირდება, რომლებიც საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად ყველა მეთოდს იყენებენ, რათა ქვეყანა ომში ჩართონ.
„ბოლო პერიოდის კვლევამ აჩვენა, რომ 17%-ით შემცირდა საქართველოს მოსახლეობის ნდობა ევროკავშირისა და ევროინტეგრაციისადმი. ჩემი აზრით, ეს ძალიან ცუდია და სწორედ ევრობიუროკრატიის არასწორი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლო განცხადებების შედეგია, რასაც საქართველოსთან მიმართებით ატარებენ.
მსგავსი ზეწოლა საქართველოს მიმართ განპირობებულია მხოლოდ ერთი მიზნით - საქართველოში რამენაირად შეცვალონ ხელისუფლება და დააბრუნონ უცხოელი აქტორების მიერ მართული აგენტურა, შემდეგ კი, მათი დახმარებით, ჩვენი ქვეყანა ომში ჩართონ. ქართულ საზოგადოებაში ევროსკეპტიციზმის ზრდაც იქიდან გამომდინარეობს, რომ ამ მიზნის მისაღწევად [რადიკალურად განწყობილი უცხოელი პოლიტიკოსები] ყველა მეთოდსა და საშუალებას იყენებენ, მათ შორის, ტყუილსა და სიცრუეს, რასაც ქართველი ხალხი არ იღებს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
1750697742
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს
„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მ...
1750695936
მსოფლიოხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწ...
1750693987
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: კეიპტაუნის კონვენციაზე მიერთება საქართველოში ავიაციის მნიშვნელოვან განვითარებას ხელს შეუწყობს
საქართველო „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების პროცედურებს ასრულებს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარ...
1750693004
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...
1750690354
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...