მამუკა მდინარაძე ოპოზიციის ბრალდებაზე: კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით, არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ, სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს

„დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და მას სასჯელი მიესაჯა შესაბამისი სასჯელი, მარტივი ამბავია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, რადიკალური ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს, კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასჯელს აქვს პოლიტიკური ხასიათი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით. შესაბამისად ის პირები, რომლებიც არ გამოცხადდნენ დაისაჯნენ, თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის იმიტომ, რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის და არც შედეგის მიღწევის ეს უკვე მათი საქმეა.

„პოლიტიკურია პატიმრობა, როდესაც უკანონოდ პოლიტიკური მოტივებით და მიზნებით იჭერენ ადამიანს. ასე ყველაფერზე ლაპარაკი, რომ პოლიტიკურია, კიდევ ერთი ასეთი მარტივი არცერთი საქმე არ ყოფილა. არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა? და თავად თუ ვინმეს უნდა თავის შეფარება ციხისთვის, იმიტომ რომ მეტი არაფრის თავი არ აქვს, არც არჩევნებში ღირსეული მონაწილეობის, არც შედეგის მიღწევის და ა.შ. ეს მათი საქმეა. ეს იგივეა მე რომ წავიდე და ვიღაცას სპეციალურად თავში ჩავარტყა იმისათვის, რომ დამიჭირონ იმიტომ რომ გარეთ არ დამედგომება.

ეს თუ უნდა ვინმეს, ჩვენ რა გავაკეთოთ? დემონსტრაციულად, სახალხოდ ჩაიდინეს დანაშაული რა უნდა ქნა ამ დროს? ან უნდა თქვა, რომ სახელმწიფო არ არსებობს, რასაც სულ იგონებენ, რომ არალეგიტიმურია კომისია, არალეგიტიმურია სახელმწიფო, თქვენ არალეგიტიმურად სხედხართ აქ, მე რომ უმრავლესობის შემდეგ ბრიფინგს ვატარებ ესეც არალეგიტიმურია და საერთოდ ვთამაშობთ ახლა ჩვენ სახელმწიფოში კი არ ვცხოვრობთ. აი ეს უნდათ, სახელმწიფოს ჩამოქცევა უნდათ ან ეს უნდა გაითვალისწინო, ან დანაშაული ჩაიდინეს და მართლები ვყოფილვართ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პატიმრობა ეს არის ფრაზა, აბსოლუტურად სპეკულაციური“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750697742

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს

„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1750695936

მსოფლიო

ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწ...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1750693987

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: კეიპტაუნის კონვენციაზე მიერთება საქართველოში ავიაციის მნიშვნელოვან განვითარებას ხელს შეუწყობს

საქართველო „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების პროცედურებს ასრულებს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარ...

მარიამ ქვრივიშვილი

1750693004

ახალი ამბები

ეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს

„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...

ეკა სეფაშვილი

1750690354

ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე