მარიამ ქვრივიშვილი: კეიპტაუნის კონვენციაზე მიერთება საქართველოში ავიაციის მნიშვნელოვან განვითარებას ხელს შეუწყობს

საქართველო „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების პროცედურებს ასრულებს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა. აღნიშნული საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სხდომებზე განიხილეს.
როგორც კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, კონვენციის მთავარი მიზანია ფინანსური რისკების შემცირება თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვის, იჯარის ან ლიზინგის შემთხვევაში, რაც ადგილობრივ საავიაციო სექტორს გააძლიერებს.
„საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს, კონვენციასთან მიერთების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ თვითმფრინავებისა და სხვა საავიაციო მოწყობილობების შესყიდვა ან ლიზინგი. შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ უკეთესი სალიზინგო პირობებით ჩამოიყვანონ საქართველოში უფრო თანამედროვე საჰაერო ხომალდები,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, კონვენციასთან მიერთებით ასევე გაუმჯობესდება საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო საავიაციო ინდუსტრიაში. კონვენცია ახდენს სამართლებრივი სტანდარტების ჰარმონიზაციას, რაც ამარტივებს ტრანსნაციონალურ ლიზინგს და ფინანსურ ოპერირებას. შესაბამისად, საქართველო წარმოჩინდება, როგორც საიმედო პარტნიორი საერთაშორისო ავიაბაზრისთვის, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას აღნიშნულ სექტორში.
„დღეს საქართველოს ავიაციის სტატისტიკა რეკორდულ ნიშნულზეა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში 60-ზე მეტი სამგზავრო ავიაკომპანია დაახლოებით 100 საჰაერო ხაზზე ოპერირებს. მიმდინარე წელს საქართველოს ავიაბაზარზე რამდენიმე წამყვანი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორისაა, „ბრიტანეთის ავიახაზები“, „იზიჯეტი“, „ეარ სერბია“ და სხვ. კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ავიაკომპანიების განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ, შეასრულონ მეტი პირდაპირი ფრენა როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მიმართულებით საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ კონვენცია ასევე შექმნის საქართველოში საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც დაიცავს კრედიტორების (მაგ., ბანკების, სალიზინგო კომპანიების) უფლებებს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი საერთაშორისო ინტერესის დარეგისტრირება შესაბამის რეესტრში (International Registry), რაც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. კეიპტაუნის კონვენციას ამჟამად 86 სახელმწიფოა მიერთებული.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, საკითხს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
1750699217
ახალი ამბებიირანმა კატარს დაარტყა - ადგილობრივი მედია
ირანმა კატარს დაარტყა. დედაქალაქ დოჰაში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ადგილობრივი მედია გვატყობინებს. „როგორც ვაცხადებდით, ქვეყანაში, სადაც აშშ-ის უზარმაზარი საჰაერო ბაზაა განთავსებული, ირანული ს...
1750697742
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს
„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მ...
1750695936
მსოფლიოხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწ...
1750693004
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...
1750690354
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...