მამუკა მდინარაძე: ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული და ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება

„დღეს ვისაუბრეთ უკვე ჩვენ მიერ დაანონსებულ საკითხზე, რასაც ჰქვია დაზარალებულის ზიანის ანაზღაურების გარანტიები და ჩვენ ვიღებთ კანონს, რომელსაც ჯერჯერობით კიდევ აქვს კანონმდებლობის სახე, რომლის მიღების შემდეგ, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ტრადიციული სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ზიანის მიმყენებლიდან ან მესამე პირიდან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ან ქონება ამოიღოს და დაზარალებულს ზიანი აუნაზღაურდეს.
„მოკლედ რომ ვთქვა, ასე მარტივად ვეღარავინ იფიქრებს, მოდი, ახლა რამდენიმე წლით ჩავჯდები ციხეში და მერე რამდენიც არ უნდა მოვიპარო, რამდენი ზიანიც არ უნდა მივაყენო სახელმწიფოს თუ კერძო პირს, მე ეს შემრჩება. სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ ზიანის მიმყენებლიდან და თუ ვინმეს გადასცა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა თუ ქონება, ან რაიმე ფორმით სხვაზე გააფორმა, ამის ამოღება, შედარებით მარტივად - რა თქმა უნდა, შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების არსებობის შემთხვევაში. ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ ან კორუფციაში ჩაერთვება, ან ფულს გაათეთრებს, ან ფულს სახელმწიფოს მოჰპარავს ან ვინმე კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება. სახელმწიფო უზრუნველყოფს, კანონების და შესაბამისი აღსრულების სახით, რომ კორუმპირებულს, მიმთვისებელს და სხვის დამყაჩაღებელს - სიმბოლურად ასე ვთქვათ, არ შერჩება თანხა, ამაზე ნუ იოცნებებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1750697742
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა უვიზო მიმოსვლას დიდი სიფრთხილით ეკიდება, იმედი მაქვს, მათში ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს
„იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან, რომლებიც საქართველოში დემონსტრაციებზე გამოდიოდნენ, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდნენ და საზოგადოებას მოუწოდებდნენ, რომ ხმა ოპოზიციური პარტიებისთვის მ...
1750695936
მსოფლიოხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწ...
1750693987
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: კეიპტაუნის კონვენციაზე მიერთება საქართველოში ავიაციის მნიშვნელოვან განვითარებას ხელს შეუწყობს
საქართველო „საავიაციო ობიექტებთან დაკავშირებით მოძრავი მოწყობილობების მიმართ საერთაშორისო გარანტიების შესახებ“ კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების პროცედურებს ასრულებს. შესაბამისი პროექტი მთავრობამ პარ...
1750693004
ახალი ამბებიეკა სეფაშვილი: ირიბი მცდელობები სხვადასხვა დასავლელი პოლიტიკოსების თუ ექსპერტების მხრიდან, რომ საქართველოში გააღვივონ აგრესია, დაყონ ხალხი და ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ომში ჩართვის მიზანს
„საქართველოზე და ჩვენს რეგიონზე სრული კონტროლის განხორციელება გლობალური აქტორების ინტერესში შედის და სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ომში ჩართვის მცდელობა არ არის შესუსტებული“, - განაცხადა მედია...
1750690354
ახალი ამბებიმამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
„ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დააკავეს. სამართალდამცველები „ლელოს“ ოფისში მივიდნენ, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე იმყოფებოდნენ და და მათ ბრალის...