ეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის შესაძლებლობას გაზრდის.
RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.
ეკატერინე გალდავას თქმით, აღსანიშნავია, რომ პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა, რამაც საერთაშორისო დონის კომპანიების ჩართულობა უზრუნველყო. მისივე განცხადებით, პროექტი ტექნიკურად საკმაოდ რთული იყო, თუმცა მისი წარმატებით განხორციელება ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ეკატერინე გალდავას განმარტებით, პროექტში ჩართული იყვნენ როგორც კომერციული ბანკები და ტექნიკური ჯგუფები, ასევე ამერიკაში დაფუძნებული კომპანია „მონტრანი“ და ქართული კომპანიები, რომლებიც სისტემასთან მონაწილეების ინტეგრაციას უზრუნველყოფდნენ. „თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციები დღეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელია ამ პროცესებს არ ჩამოვრჩეთ. RTGS-ის სისტემის განახლება იყო პირველი ეტაპი და ძალიან ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ“, - აღნიშნა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი ე.წ. მყისიერი გადახდების პროექტია, რაც მოსახლეობას გადახდებისა და გადარიცხვების პროცესს კიდევ უფრო გაუმარტივებს.
1780075024
მსოფლიოპუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „საბრძოლო ველზე ვითარება ისე...
1780073345
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა. ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუ...
1780072306
მსოფლიობუდაპეშტში ლგბტ პრაიდი ივნისში ჩატარდება - Politico
უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ბუდაპეშტში მომავალ თვეში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ Politico იტყობინება. სამართალდამცველებმა ასევე მიიღეს ზომები სამი კონტრდემონსტრაც...
1780070334
ახალი ამბებიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის ინფო...
1780064695
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო, ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის
გიორგი კანდელაკი ყოველთვის ცდილობდა, ანტიქართულ საქმიანობაში გამორჩეული ყოფილიყო. ახლაც დგას და ჩვენს ქვეყანას აბრალებს ისეთ მოცემულობას, რაც სიმართლესთან ახლოსაც არ არის, - განუცხადა „ქრონიკას“ საპრო...































