სარჯველაძე იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაზე: თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით დაიხვეწოს სახელმწიფო პროგრამა, ამის განსახილველად მზად ვართ
ჯანდაცვის მინისტრმა იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა შეაფასა და განმარტა, რომ ყველა მომსახურება დარგის სპეციალისტების, ექიმების მიერ მოწოდებული საჭიროებაა, რასაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უწყება მზად არის პროგრამის კიდევ უფრო გასაფართოებლად, თუმცა ამას კონსტრუქციული მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია სჭირდება.
„როგორც კი ამ პროგრამის დანერგვა დავიწყეთ და გამოიცა სამთავრობო დადგენილება, მომენტალურად შევხვდით კლინიკებს - როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სამედიცინო დაწესებულებებს. ვესაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი. სხვადასხვა კლინიკა, მათ შორის ჟვანიას, ციციშვილისა და იაშვილის კლინიკები გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და შესაბამისად, ყველა მათგანმა დაიწყო ამ სერვისების იმპლემენტაცია და მიწოდება. ეს გულისხმობს სპეციალისტების საკმაოდ დიდ სპექტრს, რომელთა ჩართულობითაც, მაგალითად, წელიწადში ერთხელ განხორციელდება პაციენტის მდგომარეობაზე და დაავადების განვითარების დინამიკაზე პერმანენტული, სრულფასოვანი მონიტორინგი, რათა შემდგომში შედგეს მკურნალობის რელევანტური, ინდივიდუალური გეგმები. რასაკვირველია, ეს გულისხმობს გამოკვლევათა უზარმაზარ სპექტრს“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა სამუშაო პროცესში მშობლების ჩართვის აუცილებლობას, რათა ყველა საჭიროება და საკითხი ექიმებთან ერთად იყოსა განხილული და გადაწყვეტილი.
მინისტრის თქმით, პროტესტის ნაცვლად მუდმივი დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება საერთო საქმეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„მოვისმინე, მაგალითად განცხადება, რომ თითქოს რომელიღაც გამოკვლევის დამატება სურთ ამ ჩამონათვალში. ამას სჭირდება მუშაობა და კომუნიკაცია, რადგან ამ პროგრამაში ექიმების მიერ მოწოდებული ყველა საჭიროებაა გათვალისწინებული, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არის საკითხები, რომლებიც დამატებით განხილვას საჭიროებს.
შესაბამისად, თუკი ვინმეს აქვს მოსაზრება, რომ კიდევ შეიძლება რაღაცით გაფართოვდეს პროგრამა, რასაკვირველია, ამის განსახილველადაც მზად ვართ, მაგრამ ამას სჭირდება აუცილებლად მუშაობა და უშუალო კომუნიკაცია. მე ძალიან კარგად მესმის მშობლების ასეთი განწყობა, დამოკიდებულება, სიჩქარე და ის, რომ მათთვის ყველაფერი ეს განსაკუთრებული ემოციურია. ეს ერთმნიშვნელოვნად გასაგებია, თუმცა ამის მიღმა ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს თანამშრომლობა აღვადგინოთ და ამ რეჟიმში მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა შემთხვევაში იქნება სასარგებლო პაციენტთა მდგომარეობისთვის“ - განმარტა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების სახელმწიფო პროგრამა მოიცავს როგორც 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ისე სრულწლოვან პაციენტებს. პროგრამის ფარგლებში, მულტიდისციპლინური მეთვალყურეობის სერვისით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციარებსაც შეუძლიათ, რაც მათ უწყვეტ და კომპლექსურ სამედიცინო მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
1780075024
მსოფლიოპუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „საბრძოლო ველზე ვითარება ისე...
1780073345
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა. ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუ...
1780072306
მსოფლიობუდაპეშტში ლგბტ პრაიდი ივნისში ჩატარდება - Politico
უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ბუდაპეშტში მომავალ თვეში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ Politico იტყობინება. სამართალდამცველებმა ასევე მიიღეს ზომები სამი კონტრდემონსტრაც...
1780070334
ახალი ამბებიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის ინფო...
1780067894
ახალი ამბებიეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნ...































