თამარ იოსელიანი: ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გახსნა. პროექტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ საერთაშორისო კომპანია Visa-სთან თანამშრომლობით განახორციელა. ახალი სივრცე მგზავრებს საშუალებას მისცემს, გაფრენამდე დრო კომფორტულად გაატარონ და შესაბამისი სერვისებით ისარგებლონ.

თამარ იოსელიანის შეფასებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განვითარების ახალ ეტაპზეა.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება. სწორედ ამიტომ, დღეს ახალი ბიზნეს ლაუნჯი გავხსენით, რომელიც, ბუნებრივია, ჩვენი მომხმარებლებისა და მგზავრების კომფორტზეა გათვლილი. ამ თვეების განმავლობაში აქტიურად ვითანამშრომლეთ ჩვენს პარტნიორ კომპანია Visa-სთან, რომელმაც აღნიშნულ პროექტში დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ასევე, აქ წარმოდგენილია „თიბისი ბანკი“ „თიბისი კონცეპტის“ მეშვეობით. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, ახალი, დამატებითი და კომფორტული სერვისებით ისარგებლონ" - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მზარდი დინამიკით ხასიათდება. მისი შეფასებით, საავიაციო სექტორისთვის 2025 წელი ძალიან წარმატებული იყო - ქვეყნის მასშტაბით, მგზავრთნაკადის კუთხით დაახლოებით 14%-იანი მატება დაფიქსირდა, ხოლო უშუალოდ ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით 6%-ით გაიზარდა. ,,წარმატებული იყო 2026 წლის პირველი კვარტალიც - რეგიონში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, მგზავრთნაკადის მიმართულებით დაახლოებით 4%-იანი ზრდა ფიქსირდება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ბიზნეს ლაუნჯი აეროპორტის გაფრენის დარბაზში, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული და ერთდროულად 70 ადამიანს მოემსახურება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში სივრცე Visa-ს კონცეფციით იქნება გაფორმებული.

ბიზნეს ლაუნჯის გახსნასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სწრაფი გავლის ( Fast Track) სერვისი ამოქმედდა, რომელიც შეამცირებს ლოდინის დროს უსაფრთხოების შემოწმებისა და პასპორტ-კონტროლის გავლისას, რაც პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის მართვას გააუმჯობესებს. სერვისი იმუშავებს თვითმომსახურების პრინციპით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს საზღვრის კონტროლის ავტომატური სისტემაც დაინერგა, რომელიც აეროპორტში გადაადგილებასა და მომსახურებას უფრო კომფორტულსა და სწრაფს ხდის.

„ჩვენ ყოველწლიურად ვამატებთ ახალ სერვისებს იმისთვის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყოს ბევრად უფრო კომფორტული და კონკურენცია გაუწიოს რეგიონში არსებულ სხვა აეროპორტებს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მგზავრებზე ორიენტირებული, კომფორტული გარემოს შექმნა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასევე გათვლილია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნეს სექტორზე, რათა მათ ქუთაისის აეროპორტში შესაბამისი, უმაღლესი სტანდარტის მომსახურება დავახვედროთ“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780075024

მსოფლიო

პუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება

„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „საბრძოლო ველზე ვითარება ისე...

პუტინი

1780073345

ახალი ამბები

ირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა. ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუ...

ირაკლი ხელაძე

1780072306

მსოფლიო

ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდი ივნისში ჩატარდება - Politico

უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ბუდაპეშტში მომავალ თვეში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ Politico იტყობინება. სამართალდამცველებმა ასევე მიიღეს ზომები სამი კონტრდემონსტრაც...

ლგბტ პრაიდი

1780070334

ახალი ამბები

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის ინფო...

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგია

1780067894

ახალი ამბები

ეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნ...

ეკატერინე გალდავა