მიხეილ სარჯველაძე: ჟენევაში გამართულ შეხვედრებზე უკლებლივ ყველა მხარე დიუშენის ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებზე საუბრობს
რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით თხუთმეტი სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, სამედიცინო და კლინიკური სექტორის წარმომადგენლებს შევხვდი. უკლებლივ ყველა საუბრობს კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად ყველა კითხვას მოეძებნოს რელევანტური პასუხი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ევროპულ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომ მიღებული იყოს გადაწყვეტილება სახელმწიფო პროგრამებში ამ მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებით, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ვინაიდან ეს პრეპარატები ბაზარზე ახალი გაჩენილი საშუალებებია, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მსგავსი სიფრთხილე და დაკვირვება აბსოლუტურად გამართლებული და ლოგიკური პროცესია.
ამასთან, უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს კარი პირველივე დღიდან ღიაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, განსაკუთრებით კი პაციენტების მშობლებისთვის.
„რაც ამაზე საჯარო დისკუსიები დაიწყო, იმ დღიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ არასოდეს კარი არ დაგვიკეტავს არცერთი დაინტერესებული პირისთვის და უპირველესად, რა თქმა უნდა, მშობლებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიახლოებული იყოს პაციენტების საჭიროებებთან ყველა ის სერვისი, რომელიც სახელმწიფოს აქვს. სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი რამ კეთდება - ყველა ის სერვისი, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის თანახმად, პაციენტებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. კარგი იქნება, ბევრად სასარგებლო იქნება თვითონ პაციენტებისთვისაც, თუ ამ მუშაობის პროცესში აქტიურად, უშუალოდ ჩართულები იქნებიან, მათ შორის, მშობლებიც და ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ეს არის ჩვენი მოწოდებაც პირველივე დღიდან, ასე ვაგრძელებთ და ბუნებრივია, ამ კარის დახურვას არც ვაპირებთ“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
1780075024
მსოფლიოპუტინი: საბრძოლო ველზე არსებული ვითარება გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება
„ბრძოლის ველზე არსებული ვითარება საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „საბრძოლო ველზე ვითარება ისე...
1780073345
ახალი ამბებიირაკლი ხელაძე: გიორგი კანდელაკი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა - ეს ადამიანი ცდილობს სახელმწიფოს ინტერესები მუდმივად დააზიანოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ გიორგი კანდელაკის ფეისბუქ-პოსტი „ქრონიკასთან“ შეაფასა. ხელაძის თქმით, გიორგი კანდელაკი მუ...
1780072306
მსოფლიობუდაპეშტში ლგბტ პრაიდი ივნისში ჩატარდება - Politico
უნგრეთის პოლიციის განცხადებით, ბუდაპეშტში მომავალ თვეში დაგეგმილ ლგბტ პრაიდის ჩატარებას ხელს არ შეუშლიან. ამის შესახებ Politico იტყობინება. სამართალდამცველებმა ასევე მიიღეს ზომები სამი კონტრდემონსტრაც...
1780070334
ახალი ამბებიქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. ეროვნული ბანკის ინფო...
1780067894
ახალი ამბებიეკატერინე გალდავა - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის განახლება საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას შეუწყობს ხელს
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ეკატერინე გალდავას განცხადებით, დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნ...































