ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.

კონკურსი არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ პროგრამაში ჩართული საჯარო სკოლების ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებლებს და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

კონკურსი მოიცავდა სამ ნომინაციას: ესეებს, კალიგრაფიულ ნამუშევრებსა და ვიდეორგოლებს, ხოლო კონკურსის მიზანს წარმოადგენდა როგორც ქართული ენის პოპულარიზაცია, ასევე სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა, მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება და მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება.

კალიგრაფიის ნომინაციაში ,,დიდი წიგნები” საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ:

I ადგილი - მანე მისკარიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლის მოსწავლე და ქართული ენის მასწავლებელი მზია გუნია;

II ადგილი - ჰასმიკ სუკასიანი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარტიკამის საჯარო სკოლის მოსწავლე და ქართული ენის მასწავლებელი - ქეთევან ნასყიდაშვილი;

III ადგილი -​შახნაზ ბაირამოვა - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე და ლიანა მუკბანიანი - ქართული ენის მასწავლებელი.

ესეების ნომინაციაში „ენა, რომელიც გვაერთიანებს“ საპრიზო ადგილების მფლობელები გახდნენ:

I ადგილი - არეგნაზ აღაბაბიან - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე და იამზე მსხვილიძე - ქართული ენის მასწავლებელი;

II ადგილი - ნარა ოგანიანი - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლე და იზა გვირჯიშვილი - ქართული ენის მასწავლებელი;

III ადგილი - აიიუბ რაჯაბოვი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის საჯარო სკოლის მოსწავლე და ანა მეტრეველი - ქართული ენის მასწავლებელი.

ვიდეორგოლების ნომინაციაში „ენა და საზოგადოება“ პრიზიორები გახდნენ:

I ადგილი - ზეინაბ ახმედოვა - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირკენდის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე და ხათუნა წიკლაური - ქართული ენის მასწავლებელი;

II ადგილი - ლოვა მარტიროსიანი - მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლე და ნარიმან მელიქიძე - ქართული ენის მასწავლებელი;

III ადგილი - სახლადარ ჯალილოვი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე და დალი ოსეფაშვილი - ქართული ენის მასწავლებელი.

დაჯილდოება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის არსებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების და კონკურსში მონაწილე სკოლების წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776444471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირა...

ირაკლი კობახიძე

1776443002

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომ...

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

1776442488

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გ...

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

1776439165

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა გ...

გივი მიქანაძე

1776437796

ახალი ამბები

მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლ...

 გივი მიქანაძე