ლევან ჟორჟოლიანი: მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა

„ჩვენ გვჯერა დიპლომატიის, მშვიდობის, სტაბილურობის და ყოველთვის შევუწყობთ ხელს დიპლომატიას“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე „სამხრეთ კავკასია: რეგიონი, რომელიც სტრატეგიულ ჰაბად ყალიბდება“ განაცხადა.

როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველო იმპერიების გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში მისი გადარჩენის ერთადერთი გზა დიპლომატია იყო.

„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776444471

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირა...

ირაკლი კობახიძე

1776443002

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობა, სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომ...

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

1776442488

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა. პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გ...

შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა

1776439165

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: დაუსწრებელსა და დასწრებულზე სწავლებისას სტუდენტები ერთნაირ კვალიფიკაციას იღებდნენ, მაგრამ რადგან დასწრებულზე სწავლება 4-წლიანი იყო, ენიჭებოდა საბაკალავრო ხარისხი, ხოლო 5-წლიან დაუსწრებელზე - სამაგისტრო ხარისხი

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტზე, რომლითაც 2010 წლამდე გაცემული დიპლომების საკითხი უნდა გადაიჭრას. მინისტრმა გ...

გივი მიქანაძე

1776437796

ახალი ამბები

მიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ

განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლ...

 გივი მიქანაძე