ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
„ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში“, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს ევროპაში.
„ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 პროცენტი იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.
ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით, მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე, ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
1776437796
ახალი ამბებიმიქანაძე უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებზე: არიან კონკრეტული პირები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული კანონპროექტი დაამახინჯონ
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა. გივი მიქანაძე შეეხო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების კანონპროექტს, რომლითაც 2010 წლ...
1776437563
ახალი ამბებიცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრა ცესკოსა და საარჩევნო სისტე...
1776437079
ახალი ამბებიგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილებების ძირითადი არსი კომიტეტის წევრებს განათლე...
1776436808
ახალი ამბებითბილისში, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს
ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა მისი დაჭრის მოტივი. როგორც ახალი ამ...
1776435064
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობა შეაფასა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა. მინისტრის განცხ...































