გია ვოლსკი: პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში

„პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით საოპერო დადგმა „აიდა“ მაქვს ნანახი, მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები, ფლუგერივით ტრიალი დაიწყო, ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პლატფორმაზე სერიოზულად ვერ ილაპარაკებს.
„არ ვიცი, ერთმანეთთან ბრძოლაში რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის, მაგრამ საქართველოში ვერ იქნებიან წარმატებული. პაატა ბურჭულაძე წარმატებული იყო, როცა მსოფლიოს სცენაზე მღეროდა. შემდეგ უკვე პუტინს უმღეროდა და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს იჩემებს, რომ ევროპისკენ სვლის მედროშეა.
პაატა ბურჭულაძის ფიგურა რაიმე პლატფორმაზე საუბარს არ შეესაბამება, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს. პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ ერთადერთი და განუმეორებელია.
აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ჯერ ვერ გამოვიცანით, ალბათ უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს სისულელეს, რათა მისი სახელი ხშირად იყოს განმეორებული. სისულელეს სულელი ამბობს.
პაატა ბურჭულაძე გამოჩენილი იყო და მეტროპოლიტენ ოპერაში მღეროდა. მისი მონაწილეობით საოპერო დადგმა - „აიდა“ მაქვს ნანახი. მანდ კარგი იყო და მერე სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი დაიწყო. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორც სერიოზულ ადამიანზე.
ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ვითომდა უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება ჰქვია. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს ვუყურებთ, როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით ძალიან შორს არის“, - აღნიშნავს ვოლსკი.
1747850364
მსოფლიომარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. „ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, რაც ყურადღებას იმსახურებს. უამრავი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ...
1747848544
სპორტიხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ
„პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...
1747847573
ახალი ამბები14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს
ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...
1747846875
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი
ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....
1747844850
საქართველომარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...