გივი მიქანაძე: ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა

ესტონეთის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოსთან მიმართებაში განხორციელებული არამეგობრული პოლიტიკა არის სამართლიანობისგან მთლიანად დაცლილი, მიზანმიმართული აქტივობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ესტონეთის ელჩის „ილიაუნიში“ ვიზიტი არის კიდევ ერთი გამოხატულება ამ პროცესისა.

„ვფიქრობ, რომ ეს არის მიმდინარე შიდა საქმეებში ჩარევის საკმაოდ უხეში ფორმა, გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი უნივერსიტეტის ავტონომია არ ირღვევა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მიქანაძემ ასევე ისაუბრა სიახლეზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ აირჩიონ სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ შეძლებენ საკმარისი ქულების დაგროვებას, რომ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე მოხვდნენ, სახელმწიფო სთავაზობს მინიმუმ 10 000 ადგილს პროფესიული მიმართულებით.

„წელს გვაქვს სიახლე, გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა შესაბამის სარეგისტრაციო კითხვარ-ანკეტებში შემოხაზონ მათთვის საურველი უნივერსიტეტები და ფაკულტეტები, ამასთანავე მათ შეეძლებათ აირჩიონ სულ მცირე 3 პროფესიული მიმართულება და იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ვერ შეძლებენ საკმარისი ქულების დაგროვებას, რომ მათთვის სასურველ უნივერსიტეტში შესაბამის ფაკულტეტზე მოხვდნენ, სახელმწიფო სთავაზობს მინიმუმ 10 000 ადგილს პროფესიული მიმართულებით და სრულ დაფინანსებას, რომ მათ გააგრძელონ სწავლა მათ მიერ შერჩეული პროფესიების დასაუფლებლად“, - განმარტა გივი მიქანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772385555

ახალი ამბები

გიორგი კალანდია: მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ

გადაცემა „ჩვენ ქართველების“-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვ...

გიორგი კალანდია

1772384951

ახალი ამბები

სოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია, როდესაც შენს კოლეგას უხარია შენი ცუდი, შენი დარბევა, დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, უფრო რეიტინგული და უფრო პროფესიონალი

„იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. ნიკოლაიშვილის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც შენს კოლეგას შენი ცუდი...

სოფო ნიკოლაიშვილი

1772383437

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ

ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772383316

ახალი ამბები

სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა აღდგა

1772381129

ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი