პაპუაშვილი რუსეთიდან საწვავის იმპორტის აკრძალვის მოთხოვნაზე: ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის - „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ“

ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ეს არ დავუშვათ, არის ის, რომ ავკრძალოთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოში რუსული გაზისა და საწვავის იმპორტის შეჩერების შესახებ, რასაც მისი ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ელჩი მოითხოვს.

„ანუ საქართველოს მთავრობამ უნდა დააწესოს სანქცია, რომ ის, ვინც რუსეთიდან შემოიტანს რაღაცას, მას შეეხება სანქცია ანუ სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს. ამ სანქციას პასუხი არ მოჰყვება?

ვეუბნებით, ვთქვათ, ამაზეც წავედით და ავკრძალეთ, ხომ გააძვირებს? ამაზე ბრიტანეთის ელჩის პასუხი არის, ვციტირებ: „რას იზამ, ჩვენც გაგვიძვირდა, ძვირს ვიხდით, თქვენც ძვირი გადაიხადეთ“. ეს არის მთელი ცინიზმი“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

იგი ევროკავშირის ელჩის პოზიციებზეც საუბრობს.

„„ჩვენ, ევროკავშირმა დავუწესეთ სანქციები მაგალითად, რუს ტურისტებს და ამით ვზიანდებითო, თქვენ უშვებთ, ეკონომიკა წინ მიდის და რატომ არ იზიანებთ თავსო? ჩვენ საწვავის და გაზის შესყიდვა შევამცირეთ და ამით დავზიანდით, ჩვენი ხალხი მეტ ფულს იხდის და თქვენი ხალხი რატომ არ იხდის უფრო მეტ ფულსო?“ ამას მართლა ბავშვური გაკვირვებით საუბრობს ევროკავშირის ელჩი. ერთადერთი მიზანი აქვთ, გვირაბში იყურებიან და გვირაბის ბოლოს ხედავენ რუსეთს, რომ რამენაირად რუსეთი დააზიანონ და გარშემო რა ხდება, ამას ვერ ამჩნევენ საერთოდ“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772385555

ახალი ამბები

გიორგი კალანდია: მიჭირს ავხსნა რა ხდება, როდესაც ჩვენ ვემსახურებით იმ საქმეს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი აზრის დამკვიდრება. მე გამაოცა იმ ადამიანების „ჟივილ-ხივილმა“, რომ თითქოს და ალტერნატიულ აზრს გააქრობენ და ეს უხარიათ

გადაცემა „ჩვენ ქართველების“-ის წამყვანმა გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. კალანდიას თქმით, მისი გაოცება იმ ადამიანების რეაქციამ გამოიწვ...

გიორგი კალანდია

1772384951

ახალი ამბები

სოფო ნიკოლაიშვილი: ძალიან ტრაგიკულია ის სიტუაცია, როდესაც შენს კოლეგას უხარია შენი ცუდი, შენი დარბევა, დასანქცირება მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხარ ძლიერი, უფრო რეიტინგული და უფრო პროფესიონალი

„იმედის“ პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე ისაუბრა. ნიკოლაიშვილის თქმით, ტრაგიკულია, როდესაც შენს კოლეგას შენი ცუდი...

სოფო ნიკოლაიშვილი

1772383437

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ არანაირი არგუმენტი არ გვინახავს ამ დრომდე და არც მოველით რომ ვნახავთ, რადგან ეს არის იმ უსამართლო ბრძოლის გაგრძელება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ

ყველა შემთხვევაში, თუნდაც ტელევიზიების სახელწოდებები მიწოდებული არის თბილისიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თ...

მაკა ბოჭორიშვილი

1772383316

ახალი ამბები

სოფელ ჭუბერთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებ...

მოძრაობა აღდგა

1772381129

ახალი ამბები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხამენეის გზა გაგრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის უზენაესი ლიდერის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის დარტყმები, რომლებიც თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბი...

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი