გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს უმასპინძლა. შეხვედრა უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გივი მიქანაძემ ბახტიორ საიდოვს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პროცესში აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში არსებული ურთიერთობები განიხილეს და პარტნიორობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ქართულ-უზბეკურ ერთობლივ ინიციატივას – „რექტორთა საგანმანათლებლო ფორუმს“, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების გზით ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ქართველი და უზბეკი სტუდენტებისთვის ბანაკების ორგანიზების საკითხი და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, მათი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გივი მიქანაძეს საქართველოს განათლების სისტემის სამივე საფეხურზე თანამშრომლობის გაფართოების მზაობა დაუდასტურა.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752129568

ახალი ამბები

ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრები, გასვლითი შეხვედრების ფარგლებში, ასპინ...

ნინო წილოსანმა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის წევრებმა ასპინძის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გამართეს

1752127912

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: როდესაც USAID-ი დაიხურა, როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს თანხები მათ შორის, საქართველოში, ხმარდებოდა რადიკალიზმს და ხელისუფლების ამოტრიალების მცდელობას, ამ სიმძიმის წერტილმა ევროპაში გადაინაცვლა

 „ან უკვე დააფინანსეს ან არის მცდელობა, მილიონობით ევროთი დაფინანსდნენ ულტრა რადიკალური ძალები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმაევროკ...

დავით მათიკაშვილი

1752094705

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აშშ-სთან ურთიერთობაზე: ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს

ჩვენთვის ის რჩება სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორად და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენც გვქონდეს გარკვეული სიცხადე, თუ როგორ უყურებს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან ურთიერთობებს...

მაკა ბოჭორიშვილი

1752093339

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკომისიამ უარი თქვა შეეფასებინა ჩვენი ეკონომიკური მიღწევები, მარტივი გზა გამოინახა - იმისთვის რომ პროგრესი არ დაფიქსირდეს, მოდით საერთოდ ნუ შევაფასებთო, ეს პირდაპირ ითქვა

„უკრაინასა და მოლდოვას, ზოგადად კანდიდატ ქვეყნებს როცა აფასებდნენ, ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პროგრესის არ დანახვა არის შეუძლებელი. ახლა არის საუბარი იმაზე, რომ [როცა] ჩვენ ვაფასებთ საქართველოს, ჩან...

მაკა ბოჭორიშვილი

1752092242

სპორტი

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ პირველ ტაიმში 3:0-ს უგებს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალს მიუახლოვდა. პარიზელებმა მადრიდის „რეალთან“ მატჩის პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 3:0 დაწინაურდნენ. დუბლი შესრულა ფაბიან რუისმა, ერთი...

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ პირველ ტაიმში 3:0-ს უგებს