თინათინ რუხაძე: გელათის ტაძარს დღეს აღარაფერი ემუქრება, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით

დღეს უკვე გვაქვს რეალური ხელშესახები შედეგი, გელათის ტაძარს აღარაფერი ემუქრება, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
როგორც თინათინ რუხაძემ აღნიშნა, გელათის მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით.
„პირველ რიგში, სწორი გადაწყვეტილება იყო იმდროინდელი კულტურის სამინისტროსი, რომ გაკეთდა სარეაბილიტაციო დროებითი კომიტეტი, ძალიან კარგი იყო, ეს ფორმა რომ შეიმუშავა სახელმწიფომაც ეკლესიასთან და მეცნიერებთან ერთად. დღეს ვდგავართ უკვე იმ მიჯნაზე, რომ რეალური ხელშესახები შედეგი გვაქვს. დღეს ტაძარს აღარაფერი ემუქრება. დღეს გუმბათიც დაედგა, მთავარი ტაძარი გადახურულია უნიკალური კონსტრუქციით, რომელიც ნამდვილად არის უნიკალური.
დღეს გერმანელი მეცნიერებიც იყვნენ ადგილზე, ადგილზე იყო არქიმანდრიტი, მამა კირიონიც, რომელიც არის დროებითი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობს ამ პროცესს. ბევრი ქართველი მეცნიერიც იყო და ვთქვით, რომ მაგალითად, ნოტრდამი როდესაც დროებით გადახურვაში მოექცა, მთელი ის მასა აწვებოდა თვითონ ტაძარს. გელათის შემთხვევაში ისეთი უნიკალური ტექნოლოგიაა შემუშავებული უცხოელი და ქართველი ექსპერტების საბჭოს წევრების მიერ, რომ გელათს აქვს ცალკე მოწყობილი ეს და არცერთი დაწოლა ტაძარზე არ მიდის. კონსტრუქცია, რომელიც ფარავს ამ წუთს მთავარ ტაძარს, დგას თავის მზიდებზე. თავისთავად, პირველი ეტაპის ერთი პრობლემა უკვე მოიხსნა“, - აღნიშნა თინათინ რუხაძემ.
ამასთან, თინათინ რუხაძემ განაცხადა, რომ მოზაიკის და კედლის მხატვრობის მიმართულებით სრულიად უნიკალური კვლევებია დასრულებული.
„ეს ნიშნავს, რომ უკვე ვიცით მეთოდი, როგორ უნდა იმუშაონ და ვინ უნდა იმუშაოს. იყო დიდი წყვეტა, ჩვენ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყანა ვართ და ბევრი სხვა პრობლემაც გვქონდა. ომები გადავიტანეთ ამ 30 წელიწადში და შესაბამისად, ყველაფერს ადამიანებს ვერ დავაბრალებთ, რომ ამ დარგის სპეციალისტები ვეღარ გადამზადდნენ, ვეღარ დაეწიენ ამ 30 წლის განმავლობაში, იყო ლოგიკური წყვეტები. მე არავის ხელს არ ვაფარებ და არაფერს არ ვამართლებ, უბრალოდ, მე მესმის, რომ უნიკალური სპეციალისტები ჰყავს საქართველოს სახელოვნებო ბევრ სფეროში, მაგრამ არის რიგი პრობლემებისა, რომლებიც შეიძლება, სახელოვნებო განათლებიდან მოდის, მოკლედ, შეიძლება, მოდის წყვეტიდან. მოხდა ისე, რომ უნიკალური მეცნიერები, ვინც გვყავდნენ, ძალიან ცოტა დარჩა და რიგ შემთხვევაში ხელი აღარ გყოფნის, უბრალო ადამიანს, ჩვენს მაყურებელს რომ გავაგებინოთ.
ჩვენ ძალიან დიდი კულტურული მემკვიდრეობა გვაქვს და გაგვიჭირდა ამის აწევა. ახლა უკვე არის მოდელი. რატომ ვამბობ, რომ სწორად გაკეთდა. მინდა, ადამიანებმა გაიგონ, შემდეგ შეგვეშინდა, ამ 30 წლის განმავლობაში, რაღაც ძეგლები დაზიანდა, ზოგი ობიექტურად, ზოგი სუბიექტურად, ზოგი შეიძლება, ძალითაც, ვანდალიზმის ფაქტებიც არსებობს ძეგლებზე, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არაფრით არ შეიძლება, ნორმალურ ხელოვანს და მეცნიერს უნდოდეს, თავისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ძალით დააზიანოს. ახლა ჩვენ გელათის კომიტეტით უნიკალურ ვქმნით მოდელს, როგორ უნდა ვეფეროთ, მოვუაროთ“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
1750877357
ახალი ამბებიგოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...
1750874136
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...
1750872125
ახალი ამბებისროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1750871181
მსოფლიოტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...
1750869878
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა...