პრეზიდენტი: მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია

„დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ნარკომანია და ნარკოდანაშაული ერთ-ერთ უმთავრეს გლობალურ გამოწვევად რჩება, რომელიც საფრთხეს არამხოლოდ კონკრეტული ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის, არამედ უამრავ საზოგადოებრივ პრობლემას წარმოშობს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი წერს, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია.
„ჩვენი მიზანია მკაფიო, სწორი და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმით, მომავალი თაობა მავნე ზეგავლენისგან დავიცვათ.
ქვეყანაში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება და ნარკოტიკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ჩვენი ვალდებულებაა, რათა მომავალი თაობა უსაფრთხო გარემოში აღიზარდოს, არჩევანი კი ცხოვრების ჯანსაღ წესზე, განათლებასა და განვითარებაზე გააკეთოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, პრინციპულად მნიშვნელოვანია ნარკოდამოკიდებული ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა.
ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დღეს ეროვნული პრიორიტეტია. ამ მიზნის განხორციელებისთვის ყველა ინსტიტუციურ დონეზე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, შესაბამისი უწყებები კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც აუცილებლად მოჰყვება მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები.
მივესალმები ნარკოდანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით უკვე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ასევე, უმნიშვნელოვანესია პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ორი ინიციატივა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება.
მნიშვნელოვანია ყველამ კარგად გავითავისოთ, რომ ჯანსაღი ფასეულობების განმტკიცებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა, სწორად მოაზროვნე თაობების საფუძველია, რაც ნარკოტიკებთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია!“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი.
1750877357
ახალი ამბებიგოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...
1750874136
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...
1750872125
ახალი ამბებისროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1750871181
მსოფლიოტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...
1750869878
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა...