ვარლამ ლიპარტელიანი ევრობიუროკრატებზე: უნდათ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ადვილად მართავენ, ადვილად ჩართავენ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში, ადვილი სამართავი გახდება ნებისმიერი მიმართულებით

უნდათ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ადვილად მართავენ, ადვილად ჩართავენ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში, ადვილი სამართავი გახდება ნებისმიერი მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ევრობიუროკრატებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არის ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია გაატაროს ქართული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები.
„ზუსტად იგივე იყო კანონთან დაკავშირებით, ქართულ კანონთან დაკავშირებით, მე ასე დავარქმევ. შემდეგ ამერიკული კანონი გახდა - „ფარა“, როდესაც ხმა აღარავის ამოუღია ბოლო პერიოდში. ზუსტად იმავეს მოგვიწოდებდნენ, რომ კურსიდან გადაუხვიეთ, არ შეიძლება ამ კანონის მიღება და ევროპის ბევრ წამყვან ქვეყანაში ვხედავთ იგივე და ამაზე მკაცრ კანონებს. ზუსტად ანალოგიურ პერიოდში საფრანგეთმა დაანიიცირა და კიდევ სხვადასხვა ქვეყანამ. რატომ არის მათთვის დაშვებული ეს ყველაფერი და რატომ არ არის საქართველოსთვის დაშვებული. პასუხი არის ძალიან მარტივი - იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ინტერესების გატარება უნდათ. უნდათ მოიყვანონ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ადვილად მართავენ, ადვილად ჩართავენ სხვა ქვეყანასთან დაპირისპირებაში, ადვილი სამართავი გახდება ნებისმიერი მიმართულებით.
„ქართული ოცნება“ დღეს არის ის გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია გაატაროს ქართული ინტერესები, ქართველი ხალხის ინტერესები.
მე ვფიქრობ და ყველა ადამიანი აცნობიერებს ამას, რომ ზუსტად ამის გამო უპირისპირდებიან, ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მათ შეუძლიათ თქვან, რომ ეს არ არის ევროპული, ეს არის კურსიდან გადახვევა და ა.შ. ყველამ გააცნობიერა უკვე, რომ მათი ეს მოწოდებები, დასანქირება, მუქარით საუბარი არის მიზანმიმართული იმისკენ, რომ როგორმე ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, როგორმე მოახდინონ რევოლუცია და როგორმე შეცვალონ ქვეყანაში ის სწორი კურსი, რაც არის“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
1750877357
ახალი ამბებიგოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...
1750874136
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...
1750872125
ახალი ამბებისროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1750871181
მსოფლიოტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...
1750869878
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს, კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა
ჩვენ სამართლებრივი სახელმწიფო გვაქვს. კანონმა დაადგინა, რომ თუ არ მოდიხარ იქ, სადაც შენ პასუხები უნდა გასცე კითხვებს, მაშინ რეაგირება არის ასეთი, როგორიც მოხდა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" დიასპორისა...