ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - „შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და თქვენზე დიდი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. ჩვენს წინააღმდეგობებით სავსე ურთულეს დროში, თქვენი მხარდაჭერა ჭეშმარიტი ღირებულებების დასაცავად, თქვენი შემართება და სიმტკიცე ფრიად მნიშვნელოვანი იქნება მთელი მსოფლიოსათვის. როდესაც შევხვდი მის უწმინდესობას, პაპ ფრანცისკეს, მაშინაც აღვნიშნე და კვლავ გავიმეორებ, რომ რომის საყდარი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძმების – პეტრეს და ანდრია მოციქულების დაარსებულია, რაც დღესაც ჩვენ შორის ურთიერთობებს გამორჩეული პატივისცემით მსჭვალავს. მიიღეთ ჩვენი საუკეთესო სურვილები. შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“, – ნათქვამია წერილში.
1747571756
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო. „კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მი...
1747569897
ახალი ამბებიდღეს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა
დღეს 18 მაისს, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოში 29ედ აღინიშნება. ამ დღის მიზანია საზოგადოებამ პატივი მიაგოს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, ხელი შეუწყოს საზოგადოების განათლებას...
1747567414
მსოფლიორომის პაპი ლეო XIV: ეკლესია ტრადიციების ერთგული უნდა დარჩეს
რომის პაპმა ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე საინაუგურაციო ცერემონიალზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეკლესიამ ტრადიციული გეზი უნდა შეინარჩუნოს. „ეკლესიაში პროპაგანდის და გავლენებისთვის თამაშის...
1747564629
მსოფლიოვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა
ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა. ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლი...
1747563079
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი და ფავორიტი, ტალონ გრიეკ სპოორი ორ სეტში 6-4, 6-0 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა....