ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაცია გაიმართა

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპ ლეო XIV -ს ინაუგურაცია გაიმართა.

ცერემონიის დაწყებამდე ახალმა პონტიფექსმა მოედანზე შეკრებილებს პაპამობილიდან მიესალმა.

ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

კარდინალების კონკლავმა 8 მაისს ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრენსის პრევო რომის პაპად აირჩია, რომელსაც სახელად ლეო XIV ეწოდა.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1747563079

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ბორდოს ჩელენჯერის ფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარფინალში მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი და ფავორიტი, ტალონ გრიეკ სპოორი ორ სეტში 6-4, 6-0 დაამარცხა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა....

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი

1747561462

ახალი ამბები

ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს - „შევთხოვ უფალს, წარმატებულ-ჰყოს თქვენი მოღვაწეობა არა მარტო კათოლიკური სამყაროსათვის, არამედ მთელი კაცობრიობისათვისაც“

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას ულოცავს. „თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ რომის პაპად თქვენს არჩევას. ეს თქვენი პიროვნების დიდი დაფასებაცაა და...

აა

1747561002

მსოფლიო

წყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

ძლიერი წყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა აუცილებელი. სტიქიის გამო ბუენოს-აირესის ჩრდილოეთ პროვინციაში საფრთხის წითელი ნიშნულია გამოცხადებული. მეტეოროლოგები ამინდის გაუარე...

წყალდიდობის გამო არგენტინაში ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

1747558978

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში მე-14 ფეხბურთელია, რომელმაც იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატები მოიგო

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. იანვარში „პარი სენ-ჟერმენში“ გადასულმა ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონატის ბოლო ტურში „ოსერთან“ დუბლი შეასრულა და უმაღლესი შეფასება, 10 ქულა მიიღო. აღსანიშნავია,...

ხვიჩა კვარაცხელია:

1747555851

მსოფლიო

რომის ახალი პაპის ლეო XIV-ის ინაუგურაცია წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება

დღეს, 18 მაისს წმინდა პეტრეს მოედანზე წირვა გაიმართება, რომელიც ნიშანია იმის, რომ ლეო XIV-მ რომის პაპობა ოფიციალურად დაიწყო. წირვის დაწყებამდე, რომის ახალი პაპი მორწმუნეებს ხვდება. ვატიკანში ის „პაპის...

 რომის ახალი პაპი