ირაკლი კირცხალია ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე: ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში, დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი და გაწევრიანდნენ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გარეტ უორდის განცხადებას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბევრ დიპლომატს დიპლომატიის არსი დაავიწყდა და ასევე, რას ნიშნავს იყო დიპლომატი.

„სამწუხაროდ, პირდაპირ ჩართულები არიან პარტიულ აქტივობებში. სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაავიწყდა კონვენცია, დიპლომატიის არსი და დაავიწყდა, რას ნიშნავს იყო დიპლომატი და ეწეოდე დიპლომატიურ საქმიანობას, ხელმძღვანელობდე დიპლომატიურ მისიას მასპინძელ ქვეყანაში. ეს არის სრულიად სტანდარტის არ არსებობა, რასაც ისინი აკეთებენ და არაერთხელ გვითქვამს კონკრეტული ელჩების მიმართებით - დატოვონ დიპლომატიური მისია, შეიტანონ საქართველოს მოქალაქეობაზე განაცხადი, გაწევრიანდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რომელიმე დანაყოფში და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, იმიტომ, რომ დე ფაქტოდ, ეს ხალხი ამას აკეთებს“, - აღნიშნავს კირცხალია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752503618

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

 იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...

ირაკლი კობახიძე

1752501729

ახალი ამბები

ლალი მოროშკინა: საგამოძიებო კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე

კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს. ახლა, რომ არიან წამოგორებულები და ოთხჯერადი კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე, კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, - განაცხადა ლალი მ...

ლალი

1752500076

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარის კურსი, ვალუტა

1752498001

ახალი ამბები

დავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. „დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბა...

დავით სონღულაშვილი

1752496534

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზანი არის ერთი, საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო

„პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული ს...

ირაკლი კირცხალია