ირაკლი კობახიძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

 „ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არასამედიცინო, ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების აღსაკვეთად, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება.

„დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს ახორციელებენ კერძო სუბიექტები. შესაბამისად, ამ სუბიექტებს აქვთ პირდაპირი ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ. იმისათვის, რომ ამგვარი პრაქტიკა მაქსიმალურად აღიკვეთოს, სრულად აიკრძალება ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება. გარდა ამისა, დაწესდება მკაცრი კონტროლი რეცეპტების გამოწერისა და მედიკამენტების გაცემის პრაქტიკაზე. მუდმივ რეჟიმში, ყურადღებით დავაკვირდებით ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას. ამ სტატისტიკის არსებითი შემცირება იქნება უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750864771

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება

„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...

შალვა პაპუაშვილი

1750863101

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა

ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...

პოლიტკოსი

1750862245

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანო...

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

1750861417

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...

ნინო წილოსანი

1750859298

ახალი ამბები

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს

2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს