საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ წარადგინა. ცვლილება, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილებების თემატურ სამინისტროებში გადანაწილებას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა დეპუტატებს „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილება გააცნო, რომლის თანახმადაც, ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ახალი ფართობები და კოორდინატები განისაზღვრება.
პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით მხარი დაუჭირეს „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ წარადგინა. ცვლილების თანახმად, უმცროს ექიმს 2025 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყო ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
კანონმდებლებმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილეს და 85 ხმით მხარი დაუჭირეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს. მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ცვლილებებით წესრიგდება კერძო პირის და საჯარო პირის ცილისწამებასთან დაკავშირებული საკითხები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა დეპუტატებს პირველი მოსმენით წარუდგინა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ორგანოები ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შეძლებენ საინვესტიციო ფონდებში წილობრივად მონაწილეობდნენ 25%-ის ნაცვლად 40%-ით.
სხდომაზე 84 ხმით დაუჭირეს მხარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა. ცვლილებებით იზრდება მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიები და იხვეწება სასამართლო ხელისუფლების საკანონმდებლო ნორმები.
სხდომაზე, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონებში ცვლილებებზე ისაუბრა.
დეპუტატებს „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონებში ცვლილებები გააცნო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განსახილველ კანონპროექტებზე მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით იმსჯელებს.
1750879711
ახალი ამბებითელავში კაცი დაჭრეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში გავრცელებული ცნობით, კაცი დაჭრეს. არსებული ცნობით, 64 წლის კაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექი...
1750877357
ახალი ამბებიგოგიტა თოდრაძე: თბილისის გარდა სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი
დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცი...
1750874136
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველი ხალხის მიერ არჩევნებზე გამოხატული ნების უგულებელყოფამ მიიყვანა ოპოზიცია ამ მდგომარეობამდე
„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ამ ე.წ. ოპოზიციას რა პოზიცია ექნება არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი - არჩევნების უგულებელყოფა და არჩევნებზე გამოხატული ქართველი ხალხის ნების უგულებელყო...
1750872125
ახალი ამბებისროლა ბათუმში - გავრცელებული ცნობით, დაჭრილია 1 ადამიანი
ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია 1 ადამიანი. დაჭრილი პირი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფ...
1750871181
მსოფლიოტრამპი: მომავალ კვირაში ირანთან საუბარს ვაპირებთ, შესაძლოა, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე მომავალ კვირას შეხვდება ირანს პოტენციური „ბირთვული შეთანხმების“ განსახილველად. ტრამპს მიაჩნია, რომ ირანს აქვს ნავთობის უპირატესობა, თუმ...