ირაკლი კობახიძე: პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა

„პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შიდა დაპირისპირება, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, მოსალოდნელი იყო.

„ჩვენ თავიდანვე ვიწინასწარმეტყველეთ, რომ ეს პროექტი, რასაც ერქვა ზურაბიშვილის ლიდერობა რადიკალურ ოპოზიციაში, აბსოლუტურად ჩავარდა და ამასთან არის დაკავშირებული შიდა დაპირისპირება, რომელიც არის მასსა და სხვა რადიკალურ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს მოსალოდნელი იყო. კიდევ უფრო გამწვავდება ეს დაპირისპირება. იყო გარკვეული პროექტი, რომელიც სრული ფიასკოსთვის იყო განწირული და რეალურად დასრულდა კიდეც ფიასკოთი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751294372

ახალი ამბები

ზარქუა: ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ნონსენსია, ეს სიგიჟეა, წარმოიდგინეთ, ამათ ჰქონდათ ქვეყნის მართვაზე პრეტენზია

 უკვე იმ დონეზე მივიდნენ, რომ ოპოზიცია შიმშილობს, რათა ოპოზიციას ხმა გააგონოს, ანუ, ერთმანეთს რომ გააგონონ ხმა. ეს ნონსენსია, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმი...

ირაკლი ზარქუა

1751294288

საზოგადოება

ნათია მოდებაძე: მხოლოდ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების პროგრამებია საკმარისი იმ მუშაობის შესაფასებლად, რომელსაც კახა კალაძე, პირადი გადაწყვეტილებებითა და მისი გუნდი დიდი ძალისხმევის შედეგად ახორციელებენ

 კახა კალაძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარადგინა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს წევრი ნათია მოდებაძე წერს. როგორც...

ნათია მოდებაძე

1751289905

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7227 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7236 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი

1751288883

ახალი ამბები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლებ...

გივი მიქანაძე

1751288742

ახალი ამბები

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება

მიმდინარე კვირას პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. „საქართველოს პრე...

პარლამენტის რიგგარეშე სესია 1-2 ივლისს გაიმართება