ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც

 „სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.

„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750862245

ახალი ამბები

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანო...

საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა

1750861417

ახალი ამბები

ნინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...

ნინო წილოსანი

1750859298

ახალი ამბები

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს

2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...

თურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს

1750857250

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7252 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1750856618

ახალი ამბები

პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშ...

პაატა სალია