კახა კალაძე ოპოზიციაზე: როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს

თბილისის მერმა, მედიასთან, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა.
კახა კალაძის განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ოპოზიცია არჩევნებში მარცხისთვისაა განწირული.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რას უბრძანებენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მარცხისთვის არიან განწირულები, არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, არჩევნებში გამარჯვების რაიმე შანსი ჰქონდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მმართველ გუნდს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს.
„მზადება დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, ცხადია, არსებობს გამოწვევები. შესაბამისად, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტში, დედაქალაქში მოსახლეობას უნდა შევხვდეთ და ვუთხრათ, რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო წლების განმავლობაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
1747838014
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს
კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდ...
1747837380
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს მოუსმინეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის სხდომაზე მოუს...
1747837335
საზოგადოებალევან მაჭავარიანი მარტა კოსის განცხადებაზე: შეგვიძლია გავიხსენოთ წაგებული არჩევნების შემდეგ ევრო ბიუროკრატები აქ დელეგაციებს აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და პირდაპირ უერთდებოდნენ ანტისამთავრობო აქციებს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ამასთ...
1747835078
ახალი ამბებიშიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა
20 მაისს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შიდა ქართლში საკვებისმიერი ბოტულიზმით დაავადების შემთხვევის გამოვლენის შესახებ შეტყობინებ...
1747834664
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მრისხანე გედევან ფოფხაძე თურმე რადიკალიზაციასა და მსხვერპლზე საუბრობს, სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს დესტრუქციის უფლებას
„სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და არავის არ მისცემს იმ პროვოკაციისა და დესტრუქციის უფლებას, რასაც ეს მავნებლები გეგმავენ 26 მაისს“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგ...