ლევან მაჭავარიანი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის გარანტი. შესაბამისად, ლეგიტიმურად არჩევნებს ვერავინ მოგვიგებს

კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ოთხივე პარტიის ლიდერები იქნებიან თუ რიგითი წევრები, რაც წააგეს არჩევნები, იმის მერე ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ რადიკალიზაციაზე, იმაზე რომ მათი დღის წესრიგია ქვეყანაში მოახდინონ კრიზისი, დესტაბილიზაცია, გამოიწვიონ ქვეყნის ეკონომიკური იზოლაცია, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი გედევან ფოფხაძის გუშინდელ განცხადებას რადიკალიზაციის შესახებ. უმრავლესობის წევრმა „დღის ქრონიკაში“ მაყურებელს მაკკეინის ინსტიტუტის გაიდლაინი შეახსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გზით ვერ დაამარცხებს.

„რა თქმა უნდა, მათ უნდათ მსხვერპლი. მათ სჭირდებათ სიტუაციის დაძაბვა, რადიკალიზაცია, ვინაიდან იციან, რომ ლეგიტიმურად, არჩევნების რეჟიმში „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება შეუძლებელია, ვინაიდან ისინი არიან უსამშობლოები - ეს სახელი ტყუილად არ დავარქვით და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა რწმუნდება იმაში, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის, იდენტობის შენარჩუნებისა და ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერების გარანტი. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამით ცხოვრობს, ეს არის მათ სისხლში, ეს არის მათ ძვლებში - შესაბამისად, ჩვენ ლეგიტიმურად ვერავინ მოგვიგებს არჩევნებს“, - მიიჩნევს მაჭავარიანი.

„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ რადიკალიზაციის მომხრეა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747850364

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. „ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, რაც ყურადღებას იმსახურებს. უამრავი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ...

 მარკო რუბიო

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო