ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც ბრიუსელის ბიუროკრატებს - ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებაში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკომისრის მარტა კოსის განცხადება შეაფასა. კერძოდ, როგორც ცნობილია, ევროკომისარმა ქართველი ხალხის მისამართით ასეთი განცხადება გააკეთა: „იყავით ძლიერები, იბრძოლეთ ევროპული ღირებულებებისთვის, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს“.

მაჭავარიანის შეფასებით, არ შეიძლება, ბრიუსელის ბიუროკრატიის პოზიცია ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციად შეფასდეს.

„ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა და ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითზეც შეგვიძლია, ვთქვათ. როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობდით, მით უმეტეს ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ყოველთვის გამოვყოფდით, „გლობალური ომის პარტია“ რასაც დავარქვით პირობითად და რასაც დღეს უწოდებენ „დიფ სთეითს“. ეს სხვა ძალებია და სხვა გავლენებია და ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად სხვა რაღაცას წარმოადგენს.

იგივე არის ევროკავშირიც - ევროკავშირი შედგება 27 ქვეყნისგან. ამ ქვეყნების მოსახლეობას, არა მგონია, იგივე პოზიცია ჰქონდეს, რაც თავად ბრიუსელის ბიუროკრატებს უშუალოდ შესაბამისად, პრობლემა არის არა ხალხში, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ აღგვინიშნავს. ისიც აღგვინიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სუვერენიტეტ გამოცლილი ქვეყნები, მაგალითად, როგორიც არის ბალტიის ქვეყნები რომ აწესებენ რაღაც უაზრო სანქციებს, ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ჩვენი ხალხების ისტორიული მეგობრობიდან გამომდინარე ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში.

შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც - ბიუროკრატები მიდიან და მოდიან. ვის რამდენი წელი აქვს დარჩენილი კონკრეტულ პოზიციაზე ყოფნის, ესეც საკითხავია. ძალიან ბევრი სკანდალია და ახლა ვაკვირდებით, როგორ აკრიტიკებენ მაგალითად, ქალბატონ კალასს, რომელიც ძალიან მაღალ პოზიციას იკავებს. ასევე, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი არის ევროკომისიის თავმჯდომარე. მის გარშემო რამხელა სკანდალია ატეხილი სასამართლო თემასთან დაკავშირებით, რომელიც ფაიზერის ვაქცინებს ეხება, სადაც მან ინფორმაცია არ გაასაჯაროვა და ასე შემდეგ.

შესაბამისად, ბრიუსელის ბიუროკრატია არის აბსოლუტურად სხვა, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოსახლეობა არის აბსოლუტურად სხვა. ჩვენ ვერანაირად ვერ გავაიგივებთ მათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაქვემდებარებაშია და ამას შეერთებული შტატებიც აცხადებს.

„ბრიუსელის ბიუროკრატია არის მთლიანად გლობალური ომის პარტიის თუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაქვემდებარებაში. ეს მხოლოდ ჩვენი სიტყვები არ არის. როდესაც რამდენიმე თვის წინ ბატონი ვენსი იყო ჩასული მიუნხენში, მან ლექციები ჩაუტარა დემოკრატიაზე სწორედ ბრიუსელის ბიუროკრატებს. სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის ხმამაღალი განცხადებებია იმასთან დაკავშირებით, რომ სუვერენიტეტი ევროკავშირის ქვეყნებს ფაქტობრივად აღარ გააჩნიათ, ვინაიდან ჭარბი გავლენები არის დღეს ბრიუსელის ბიუროკრატების ხელში, რომელსაც თავის მხრივ აკონტროლებენ ეს ძალები, რომლებზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ხშირად საუბრობენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747850364

მსოფლიო

მარკო რუბიო: აშშ ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას - პრიორიტეტი ეროვნულ ინტერესებზე უნდა შენარჩუნდეს

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ ვეღარ შეძლებს მსოფლიოს ყველა პრობლემის გადაჭრას. „ბევრი რამ ხდება მსოფლიოში, რაც ყურადღებას იმსახურებს. უამრავი საშინელი რამ ხდება. აშშ ვერ...

 მარკო რუბიო

1747848544

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია - საქართველომ ყველაფერი მომცა, ვამაყობ, რომ ამ ქვეყნიდან ვარ

 „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ „სკაი სპორტის“ იტალიურ ბიუროსთან ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე, საქართველოსა და იტალიის სერია A-ში ყოფილი გუნდის, „ნაპოლის“ საჩემპ...

ხვიჩა კვარაცხელია

1747847573

ახალი ამბები

14 ივნისიდან სამგზავრო მატარებელი ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით იმოძრავებს

 ერევანი - ბათუმი - ერევნის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება - აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთკავკასიის რკინიგზასთან“...

ბათუმი თბილისი

1747846875

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან. სამწუხაროდ, გარკვეული თანამდებობის პირები დაემსგავსნენ იმ ბოლშევიკებს, რომლებსაც 1990-იან წლებში ვუთხარით უარი

 ბალტიისპირეთის ქვეყნების ხელისუფლებები საერთოდ გასულები არიან თავიანთი სუვერენიტეტიდან, დაკარგული აქვთ, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ....

არჩილ გორდულაძე

1747844850

საქართველო

მარკო რუბიომ საქართველოს შესახებ ჯო უილსონის კითხვას უპასუხა

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დასმულ კითხვას უპასუხა. ჯო უილსონი: ტრამპის ადმინისტრაციის მადლობელი ვარ მტკიცე პოზიციის გამო...

 მარკო რუბიო