კახა კალაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: საზოგადოება ხედავს, რომ შანტაჟი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება საქართველოს მიმართ, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში იქნება მოყვანილი, ეს ძალიან ცუდი იქნება

საზოგადოება ხედავს, რომ შანტაჟი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში იქნება მოყვანილი, ეს ძალიან ცუდი იქნება ცხადია იმიტომ, რომ მართლაც კარგი სიკეთეა, როდესაც ვიზის გარეშე გაქვს შესაძლებლობა იმოგზაურო ევროპულ ქვეყნებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე საუბრისას.

მისი თქმით, მეორე მხარეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, უკავშირდება ქართველი ხალხის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დაცვას.

„საზოგადოება ხედავს, რომ შანტაჟი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება სისრულეში იქნება მოყვანილი, ეს ძალიან ცუდი იქნება ცხადია იმიტომ, რომ მართლაც კარგი სიკეთეა, როდესაც ვიზის გარეშე გაქვს შესაძლებლობა იმოგზაურო ევროპულ ქვეყნებში. თუმცა, მეორე მხარეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას, უკავშირდება ქართველი ხალხის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დაცვას.

გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინ დაწყებული აგრესია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ შანტაჟი, დაწყებული ევროპარლამენტარიდან, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები გამოდიოდნენ კრიტიკით, გამოდიოდნენ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რომლებიც, ფაქტობრივად დაფუძნებული იყო სიცრუეზე და ეს ყველაფერი დაიწყო განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი. ამას ახლდა გარკვეული პროცესები. ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი იმიტომ, რომ მნიშვნელოვანი იყო ეს ინფორმაცია ჰქონოდა საზოგადოებას, რა ხდებოდა რეალურად კულისებს მიღმა. ჩვენ ამ ყველაფერზე ღიად არ ვსაუბრობდით გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე. საქმე ეხებოდა პარტნიორებს, თუმცა ძალიან მძიმე იყო როდესაც პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ერთ-ერთი ქვეყნის ელჩი პირდაპირ იმუქრებოდა, აშანტაჟებდა პრემიერ-მინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, რომ ქვეყანაში უნდა გახსნილიყო მეორე ფრონტი და დაგვეწყო საბრძოლო მოქმედებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753375016

ახალი ამბები

თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ადვოკატი: კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით

 „კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით“, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა თეონა რობაქი...

ადვომმატი

1753374071

სპორტი

რევაზი მჭედლიშვილი ახალგაზრდებს შორის MMA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

 აბუ-დაბიში შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი გრძელდება. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რევაზ მჭედლიშვილმა(57 კგ). რევაზ მჭედლიშვილმა 4 მებრძოლი დაამარცხა და...

რევაზი მჭედლიშვილი

1753371170

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა

 საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები დააჯილდოვა, - ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პ...

მიხეილ ყაველაშვილი

1753368799

ახალი ამბები

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გასაღების მცდელობის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქ...

პროკურატურა

1753367155

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: 64-ვე მუნიციპალიტეტში რადიკალებს „ქართული ოცნებისგან“ მძიმე მარცხი ელოდებათ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, რადიკალური ოპოზიცია 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდება. „64-ვე...

დავით მათიკაშვილი