კახეთის პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე თურქეთის 5 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე, ამავე დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 5 მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული ქ.გ., 1998 წელს დაბადებული ე.ბ., 2001 წელს დაბადებული ბ.ე., 2004 წელს დაბადებული ბ.კ. და 1998 წელს დაბადებული მ.ს.
დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სატვირთო ავტომანქანებში არსებული სპეციალური სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს.
მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მძიმე დანაშაულის ჩადენის მიზნით, საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენას გეგმავდნენ.
ასევე, დგინდება, რომ ბრალდებულები, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სხვადასხვა გზით ნარკოტიკული საშუალებების შეძენას ცდილობდნენ, რათა შემდგომში მისი რეალიზაცია მოეხდინათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებული პირების პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას მობილური ტელეფონები, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებები, საბრძოლო მასალა და დიდი ოდენობით თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1747209546
ახალი ამბებიდავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა
„დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობას რეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს“„, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდე...
1747208652
საზოგადოებასოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებო...
1747208584
საზოგადოებავაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება
ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების სრული რეაბილიტაცია იწყება, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, განახლებას, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირებას, გადაადგი...
1747206741
ახალი ამბებინანა ქადაგიშვილი: რევოლუციამდე 2-3 თვით ადრე, გივი თარგამაძე იყო მოსული „ნაცმოძრაობიდან“, ჩემს მეუღლეს მოსთხოვეს „ვარდების რევოლუციას“ ვაპირებთ და თქვენ უნდა დაგვაფინანსოთო - უარი უთხრა და ალბათ, ეს ის დღე იყო, როდესაც შავ სიაში შეგვიყვანეს
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, 2003 წლიდან დღემდე, საქმიანობის შემსწავლელი ს...
1747206738
საზოგადოება„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული ნანა ქადაგიშვილი: ჩემი მეუღლე დაჭერილი იყო, სააკაშვილის ძმის იურისტმა და მეგობარმა ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, საქმეს დავხურავთო
„ჩემი მეუღლე, დაახლოებით, ერთი კვირის დაჭერილია, ლევან პატეიშვილმა მითხრა, ადეიშვილმა და სააკაშვილმა შემოგითვალეს, 20 მილიონ დოლარს თუ გადაიხდი, მაშინ დავხურავთ ამ საქმეს და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზით წა...