ლევან მაჭავარიანი: ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით ქაოსური ფონი შექმნან, რომ იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში

 „ევრობიუროკრატები ცდილობენ, ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში და იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ქვეყანაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ევრობიუროკრატები ცდილობენ, „ქართული ოცნება“ ჩამოაშორონ ხელისუფლებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს ომი კიდევ იწელება და არავის იმის პროგნოზი არ შეუძლია, თუ როდის შეიძლება დასრულდეს  ეს ომი და მიუხედავად იმისა, რომ ბატონ ტრამპს ბევრი მცდელობა ჰქონდა ამ ომის შესაჩერებლად, ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოსდის, აქედან გამომდინარე ის ინტერესი, რა ინტერესიც საქართველოს მიმართ არსებობდა, ეს ინტერესი არსად გამქრალა და პირიქით.

შესაბამისად, ევრობიუროკრატები ცდილობენ, ამ შემთხვევაში უკვე ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენებით მეტი აჟიოტაჟი შემოიტანონ საზოგადოებაში. რაღაც ქაოსური ფონი შექმნან, იქნებ დაძაბულობა იქამდე მივიდეს, რევოლუცია მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და „ქართული ოცნება“ ჩამოაშორონ ხელისუფლებას, ვინაიდან უკვე სამწელნახევარზე მეტი გავიდა და დარწმუნდნენ ევრობიუროკრატები, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებენ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753122867

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტ...

ირაკლი კობახიძე

1753119834

ახალი ამბები

თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...

თბილისის მერია

1753117713

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი