ლევან მაჭავარიანი გერმანიის ელჩზე: უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და მთლიანად არღვევს ვენის კონვენციას

„რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ჩანს, რომ გერმანიის ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და უხეშად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში.
„ჩვენ კარგად ვაკვირდებით, მით უმეტეს, ბოლო თვეების განმავლობაში, თუ როგორ არის ბატონი ფიშერი პირდაპირ, უხეშად ჩართული ჩვენს შიდა პოლიტიკაში, მთლიანად არღვევს ვენის კონვენციას, - სასამართლო პროცესებზე დადის, რაც ზეწოლაა მოსამართლეებზე, თვითონ გამოდის ინიციატივებით, რომელ ბრალდებულს რა სანქცია ეკუთვნის, ვინ რამდენი უნდა მოიხადოს და ა.შ. აჯილდოებს „ნაცმოძრაობის“ სიის წევრებს, იქ რაღაც კვლევებს ატარებს მედიათავისუფლებაზე, რომელსაც უკვეთს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრს და ა.შ. უამრავი მაგალითი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ბატონ ფიშერთან და არამარტო მასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება იმას, რომ იგი მივიდა ქალბატონ ხოშტარიასთან - თუ ადამიანთან მიდიხარ, რომელიც შიმშილობს და იქ ემპათიაზე იყო საუბარი ბატონი ფიშერის მხრიდან, უფრო მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ადამიანი არ წაახალისო შიმშილობისკენ, რჩევა არ მისცე, რომ გააგრძელოს შიმშილობა და პირიქით - ურჩიო, რომ მან შეწყვიტოს თავის დაზიანება. ჩვენ უფრო ჯანსაღად ასეთი მიდგომა მიგვაჩნია, უფრო ქართულიცაა, უფრო ევროპულიც და უფრო ადამიანურიც. შეიძლება, იყოფა ჩვენი და ბატონი ფიშერის აზრები, მას თავის აზრი აქვს, კი ბატონო, თუმცა ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს თავად აფასებენ“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.
1751363265
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, სულხან თამაზაშვილს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აჭარის მ...
1751361005
ახალი ამბებიგია ვოლსკი: არ ვიცი, გულში რა აქვს ხოშტარიას, ან ფოფხაძეს, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც ისტუმრეს, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მათ თავი გამოიჩინეს, გერმანიის ელჩიც მიიღეს, მაგრა...
1751360096
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჟურნალისტს: ვინ გითხრათ თქვენ, რომ უცხო ქვეყნების ჯაშუშურ საქმიანობაზე რეაგირება არ არის?! ყველაფერი საჯარო კი არ ხდება, რასაც უსაფრთხოების სამსახური აკეთებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობაზე ისაუბრა. მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ დაიჭირა ხელისუფლებამ 13-წლიანი მმართველობის პერიოდში საქართვე...
1751356881
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი გახარიაზე: შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი, არ ვიცი რისი შეეშინდა
„შეიძლება ითქვას, რომ თვალის ჩაპაჭუნებაში გაქრა ეს ადამიანი. აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც იპარება, როდესაც ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც გამოწვევები არსებობდეს. არ ვიცი რისი შეეშინდა“, - ამის შესახებ საქა...
1751355726
ახალი ამბებიკახა კალაძე: გაუგებარია, რა იყო მიზანი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის ან დაწყების, ან შეწყვეტის
ოპოზიციის წარმომადგენელმა რომ შიმშილობა დაიწყო ოპოზიციის წინააღმდეგ ნონსენსია და მიუთითებს იმაზე, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის სა...