თბილისის მერი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ძალიან კარგი ელჩი გყავთ, მადლობა მას თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის. დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თანამშრომლობა. საქართველოს ღიად აქვს გაცხადებული ევროპული კურსი, თუმცა ვხედავთ არასამართლიან დამოკიდებულებას ამ გზაზე. ჩვენ არავის ვებრძვით, მხოლოდ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.
ალბათ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ იტალიასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. მზად ვარ, ყველანაირად შევუწყო ხელი ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თავის მხრივ იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა იტალიის მზაობას ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
„მიხარია თქვენთან შეხვედრა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. იტალია, მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სწრაფვას ევროსტრუქტურებში“, - აღნიშნა ედმონდო ჩირიელიმ.
თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩი მასიმილიანო დ'ანტუონო დაესწრო.
1782227798
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე მათ არანაირი ფასი არ ექნება და ყურადღებას არ მივაქცევთ
„რეზოლუციები ვიდრე გაჟღენთილი იქნება აბსურდით, დეზინფორმაციით, მანამდე არანაირი ფასი არ ექნება და ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე...
1782225791
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ედმონდო ჩირიელის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქ...
1782225577
ახალი ამბებიპარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 75 ხმით მიიღო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. საკითხზე მომხსენ...
1782225450
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საქართველომ თავისი სამშვიდობო პოლიტიკით მოახერხა, რომ შუა დერეფანი გახადა სიცოცხლისუნარიან, ქმედითუნარიან და განვითარების დერეფნად, ეს უნდათ თუ არ უნდათ დღეს გარკვეულ ჩინოსნებს ევროკავშირში, ეს ის რეალობაა
„დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშ...
1782225209
ახალი ამბებილევან ჟორჟოლიანი: საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტური მონიტორინგის მიმართულებით, განსაკუთრებით გამოვყოფდი პარლამენტში ინიცირებულ რეფორმებს საჯარო შესყიდვებში
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე - სახელმწიფო ანგარიშვალდებულების გაძლიერება ზედა...































