მაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის დასაზიანებლად

„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეიძლება, არ იამაყოს - ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს ჰქონოდა უვიზო მიმოსვლა და საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლათ ამ სიკეთით“, - ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, როცა ქართული ოპოზიცია ხვდებოდა ბრიუსელში ევროპულ მხარეს, აქტიურად იყო მცდელობები, რათა უვიზო მიმოსვლის საკითხი, ინსტრუმენტად ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს და ქართული ოცნების წინააღმდეგ:
„ყოველთვის, მუდმივად იყო მცდელობა ამ საკითხის პოლიტიზების და პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის. მათ შორის, 2016 წლის არჩევნების პერიოდშიც. თუმცა, იმდენად კარგად აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს, იმდენად კარგად მიდიოდა პროცესი, რომ ამ კრიტიკულ პერიოდშიც და შეფასების პროცესშიც, შეუძლებელი იყო არ მიგვეღო უვიზო მიმოსვლა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საჭირო იყო თემა, რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე, უვიზო რეჟიმის შეჩერება სწორედ ამ თემად მოიაზრებოდა, ისევე როგორც კანდიდატის სტატუსის არ მოცემა: „ამით ეგონათ, ამოყირავდებოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის საფუძველი“, - აღნიშნა მინისტრმა.
„მე გავიხსენებ წინა პერიოდს, სანამ უვიზო მიმოსვლას მივიღებდით, მე მაშინ ბრიუსელში გახლდით, 2010-2014 წლები იყო, ეს იყო ჩემი მეორე როტაცია, უვიზო მიმოსვლის საკითხი იყო ჩემი პორტფელი, რომელზედაც მე მაშინ ვმუშაობდი დღიდან დიალოგის დაწყებისა, ჩემი როტაციის ბოლომდე, ამ საკითხზე მე ვიყავი პასუხისმგებელი საქართველოს საელჩოში და ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი, მათ შორის, ყველა სირთულე რაც ახლდა ამ თემას.საქართველო იყო ბოლო, ვინც დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი 2012 წელს, მოლდოვას უკვე ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ეს საკითხი, უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან, ეს ყველაფერი 2008 წელს დაიწყო, სწორედ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ, უკრაინას და მოლდოვას მას შემდეგ მიეცათ შესაძლებლობა, რომ გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები და დაეწყოთ უვიზო მიმოსვლა“, - აღნიშნა მინისტრმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, იმ პერიოდში, ყოველწლიურად იზრდებოდა იმ საქმეების მოცულობა, რომელსაც ევროპული მხარე გადმოსცემდა საქართველოს:
„ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაშინ (2008 წელს) მათ შორის, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.უვიზო მოსვლა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხებისგან შედგებოდა.
სხვადასხვა მიმართულებით პროგრესი უნდა გვეჩვენებინა. მართლაც, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პირველ საკანონმდებლო ფაზაზე, 2013 წლიდან, როდესაც სამოქმედო გეგმა გადმოეცა და სხვათა შორის, საინტერესო მომენტი იყო, მაშინ ჯერ კიდევ ქალბატონი სალომე სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მაშინ, როდესაც აქტიურად განვიხილავდით, როდის უნდა ჩამოსულიყო ევროკომისარი, ქალბატონი სესილია მალმსტრემი გახლდათ შინაგან საქმეთა კომისარი, რომელსაც უნდა გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა და შეფერხების პროცესიც მახსოვს ამ პერიოდში. ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ დროულად არ ჩამოსულიყო არ გადმოეცა სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად გაწერილიყო ეს პროცესი“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების ინსტრუმენტი არის რეზერვში და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს გააქტიურებულნი არიან - უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი, რასაც ისინი მოელიან, რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ.
1750864771
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება
„კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და იმ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადა...
1750863101
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა
ძალიან კარგი ინიციატივა ჰქონდა დღეს პრემიერ-მინისტრს,. მე ვიტყოდი, ერთ-ერთი ისტორიულიც იმიტომ, რომ ჩვენ ბოლოდროინდელმა ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ სამწუხაროდ, შედეგი ვერ მოგვცა, - განაცხადა დიასპორისა...
1750862245
ახალი ამბებისაკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით განხილულ კანონპროექტებს კენჭი უყარა
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტი და საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ 86 ხმით მიიღო „ზოგადი განათლების შესახებ“ კანო...
1750861417
ახალი ამბებინინო წილოსანი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან დროული და შეიძლება ითქვას დაგვიანებულიც კი იყო ამ კანონის შემოღება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის მიღება დროულია, რადგან მავნე ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამონგრევას ცდილობენ. მ...
1750859298
ახალი ამბებითურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს
2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...