მამუკა მდინარაძე „ტვ პირველს“: სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ? მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?

„როგორც კი ვინმე მძლავრად დაუპირისპირდება კორუფციას, იმ წუთს მასზე ახორციელებთ დარტყმებს. თორნიკე რიჟვაძისთვის არავის ხელისუფლებიდან არაფერი დაუბრალებია საერთოდ. ნოდარი მოიშორეთ ყურიდან თუ შეიძლება და ისე გამეცით პასუხი - სად მეძებეთ, „ტვ პირველს“ არ აინტერესებს პასუხი იმიტომ, რომ ნოდარ მელაძე ყურში კარნახობს რაღაცებს და ახლა მებრძვის უკვე ტელეფონის მეშვეობით“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს სთხოვა ხმამაღალ სიგნალზე ჩაერთო საუბარი ნოდარ მელაძესთან, რის შემდეგაც მან საუბარი „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსთან გააგრძელა და მას სიცრუის ტირაჟირებისთვის განმარტებები მოსთხოვა.
„ხომ გითხარით ნოდარ მელაძე ჰყავს ყურზეთქო?! სად მომძებნეთ და ვერ მიპოვეთ?! მთელი დღეა რომ აცხადებთ დაიმალაო, სად მომძებნეთ?!“ - მიმართა მდინარაძემ მელაძეს.
ნოდარ მელაძემ მამუკა მდინარაძეს ოპოზიციის ლიდერის ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ ჰკითხა, რაზეც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა უპასუხა:
„ლევან ხაბეიშვილი არის თქვენნაირი აგენტი, ძალიან ბევრი წელია გიცნობთ და თქვენ რასაც კადრულობთ, იმას არავინ კადრულობს. თუკი ვინმე ამ ქვეყანაში კორუფციას ებრძვის, ყველას მტერი ხართ თქვენ. თორნიკე რიჟვაძეს რაც შეება - თქვენ დააბრალეთ უკადრებელი“.
ნოდარ მელაძის კითხვაზე, როდის ჰქონდა თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია? მდინარაძემ შემდეგნაირად უპასუხა:
„ბევრჯერ მქონდა თორნიკე რიჟვაძესთნ კომუნიკაცია. არა იმაზე, რაზეც შენ ლაპარაკობ ნოდარ. მქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, მის დიპლომატიურ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, ჩემს აზრთან დაკავშირებით“.
1752503618
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, შესუსტდება „დიფ სთეითი“ ჯერ აშშ-ში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვ...
1752501729
ახალი ამბებილალი მოროშკინა: საგამოძიებო კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე
კომისიას მოვუყევი, როგორ დამატუსაღეს. ახლა, რომ არიან წამოგორებულები და ოთხჯერადი კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, შუქის გარეშე, კვება აქვთ, ის 15 დღე მე გავატარე დილეგში, - განაცხადა ლალი მ...
1752500076
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7149 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7160 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...
1752498001
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა სამეგრელოს რეგიონში სამუშაო ვიზიტის შესახებ ისაუბრა. „დღეს, სამეგრელოში შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს. მუხურში მეფუტკრეობის სანაშენე ბა...
1752496534
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზანი არის ერთი, საქართველო გახადონ პროქსი სახელმწიფო
„პირდაპირ და ნათლად არის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტში, დაფუძნებული უტიფარ სიცრუესა და ტყუილზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ 17 ევროპული ს...