მარიამ ლაშხი და გიორგი სოსიაშვილი საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრს ეწვია.
კომიტეტის თავმჯდომარემ გამოცდებისთვის განკუთვნილი სივრცეები დაათვალიერა.
„აბიტურიენტებს და გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს გამოცდების დაწყების ეტაპს ვულოცავ. დღეს არის მათი ცოდნის და თავდაუზოგავი შრომის გამოვლენის დღე და მათ, პირველ რიგში, თავდაჯერებას და ცხოვრების შემდგომ ეტაპზე წარმატებებს ვუსურვებ. საგამოცდო პროცესი ქვეყნის მასშტაბით 12 ქალაქის 24 საგამოცდო ცენტრში ტარდება. მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად არის მოწყობილი და ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლებს და ტექნიკურ პერსონალს, ვინც საგამოცდო პროცესის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში წარმართვას უზრუნველყოფს, გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას ვუხდი“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
2025 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში კი მონაწილეობის მიღების სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებისათვის 24 300-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
გორის მე-3 საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გამოცდების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს გაესაუბრა. გიორგი სოსიაშვილმა აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება უსურვა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტირებით დაიწყო.
1751559395
ახალი ამბებიალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შ...
1751556514
მსოფლიოოკუპირებულ ლუგანსკში ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს
უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში ყოფილი ე.წ. მერი, მანოლის პილავოვი ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ლუგანსკში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე შუადღეს მოხდა. შემ...
1751556442
მსოფლიოდღეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი
დღეს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარი...
1751554078
ახალი ამბებირობერტო მონტელა საქართველოს შესახებ: მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე, ეუთოში მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან, არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები, ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასამბლეის ხუთდღიანი მუშაობა შეაჯამა. მან დელეგატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და „პორტოს დეკლარაციის“ მიღების მნიშვნელობ...
1751553103
საზოგადოებამარიამ ლაშხი: მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც წინ წავა
მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება განათლების მიმართულებით, რაც პირველ რიგში უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ის ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც წინ წავა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლა...