დავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუსი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად ებრძვის კორუფციას“, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
ჩიხელიძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ეს ყოველივე კი ქმნის ნდობას სახელმწიფოს მიმართ.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სუსი არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ რეალურად ებრძვის კორუფციას. კორუფცია ქვეყნის განვითარების მთავარი დამაბრკოლებელია.
ის აჩერებს ეკონომიკურ ზრდას, ანგრევს სამართლიანობის განცდას საზოგადოებაში და ნდობას აკარგვინებს მოქალაქეს სახელმწიფოს მიმართ. შესაბამისად, ნებისმიერ თანამდებობის პირს, რომელიც საკუთარ პოზიციას პირადი გამორჩენისათვის იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ შერჩევითი მიდგომა აღარ იარსებებს. არც პოლიტიკური კუთვნილება, არც მაღალი თანამდებობა და არც გავლენიანი კონტაქტები ვეღარ იქნება ინდულგენცია. სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი რეაგირება ასეთ დანაშაულებზე არის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური გზავნილი. კორუფციაში ჩართულობის ფაქტებზე მყისიერი და ზუსტი რეაგირების გარეშე ვერცერთი რეფორმა, ვერცერთი სახელმწიფო სტრატეგია და ვერცერთი დემოკრატიული პროცესი ვერ იქნება წარმატებული. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ კანონი ყველასთვის ერთია. სწორედ ასეთი პროცესები ქმნის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს. ამ გზავნილით ხელისუფლება მკაფიოდ აცხადებს: კორუფციაზე სახელმწიფოს თვალს არ დახუჭავს, კორუფცია არის დანაშაული, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყვება მკაცრი სასჯელი“, - წერს დავით ჩიხელიძე.
1757085906
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...
1757081326
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...
1757081070
საზოგადოებაპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...
1757080807
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ, - განაცხა...
1757080585
სპორტისაქართველო-ბულგარეთის თამაშზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება
7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება. ინფორმაციას ს...