პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „სუბოტექსის“ 619 აბი.

ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სამალავიდან მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757085906

ახალი ამბები

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...

პროკურატურა

1757084393

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტე...

	დავით ჩიხელიძე

1757081326

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...

დაკავება - პოლიციის

1757080807

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას

საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ, - განაცხა...

მარიამ ქვრივიშვილი

1757080585

სპორტი

საქართველო-ბულგარეთის თამაშზე დამატებითი ბილეთები გაიყიდება

7 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე საშინაო შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდება, დამატებითი ბილეთები გაიყიდება. ინფორმაციას ს...

საქართველო-ბულგარეთი