პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირმა, საზღვარგარეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 619 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“ შეიძინა და სატრანსპორტო საშუალებით საქართველოში გამოაგზავნა.
სამართალდამცველებმა ერთი პირი აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების მიღების მცდელობის დროს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 619 აბი „სუბოტექსი“.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1757085906
ახალი ამბებიპროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გავრცელების და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შიდა ქართლისა და მცხეთ...
1757084393
საზოგადოებადავით ჩიხელიძე მდინარაძეზე: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, მნიშვნელოვან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს - სუსის ახალი ხელმძღვანელი საკუთარ საქმიანობას ეფექტურად იწყებს
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტე...
1757081326
ახალი ამბებიგანსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა დ...
1757081070
საზოგადოებაპოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - 619 აბი „სუბოტექსი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკ...
1757080807
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას
საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ, - განაცხა...