მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ეს არის ჩვენი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს

„დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.

რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს...

მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!“, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღდგომიდან მეოთხე, განრღვეულის კვირას ქადაგებისას.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა!

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომიდან მეოთხე კვირას, რომელსაც განრღვეულის კვირა ეწოდება, ვინაიდან დღეს სახარებიდან წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.

იგი ოცდათვრამეტი წელი ავადმყოფობდა ამ უმძიმესი სენით და იწვა იერუსალიმში, „ბეთეზდად“ წოდებულ საბანელთან, სადაც წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი, ამ საბანელში წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, იკურნებოდა, რა სენითაც იყო შეპყრობილი. ეს საბრალო კაცი აუზთან ახლოს იწვა, მაგრამ არავინ ჰყავდა დამხმარე, ვინც მას წყალში ჩაუშვებდა.

უფალმა იესო ქრისტემ ის შეამჩნია, მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა, განიკურნო?“ (ინ. 5, 6). მან მიუგო, რომ უნდოდა, მაგრამ არავინ ჰყავდა, ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა. მაშინ უფალმა უთხრა: „აიღე შენი სარეცელი და გაიარე!“ (ინ. 5, 8 ). მანაც აიღო თავისი საწოლი, გაიარა და განიკურნა. აი, ასეთი დიდი სასწაული მოხდა.

ამ ამბავში ყველაფერი საკვირველია: უფლის ძალის და მადლის სიდიადე. საკვირველია ასევე ამ აუზის მაკურნებელი წყალიც. საკვირველია, რომ უფალმა ეს კაცი შეამჩნია და მივიდა მასთან. საკვირველია, რომ ეს ადამიანი ოცდათვრამეტი წელი იყო პარალიზებული და ასეთი სულიერი თვისებები შეიძინა: უდრტვინველობა, მოთმინება, სიმდაბლე, რწმენა, დიდი გონიერება. ეს ჩანს მისი პასუხიდან, მისი ქცევიდან, რომ ამისთვის დაიმსახურა ღვთის ასეთი დიდი მადლი და წყალობა. საკვირველია ისიც, რომ ერთი ადამიანიც კი არ გამოჩნდა, ვინც მას დაეხმარებოდა და ა. შ.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა.

რა არის ეს საბანელი, ეს ემბაზი? ეს არის ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს კურნება, ძალიან უნდა სურდეს, მთელი გულით, მთელი გონებით უნდა ითხოვდეს ამას და ლოცულობდეს. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეისმენდეს ეკლესიის ხმას და სწავლებას. საჭიროა, ასევე, ჰყავდეს ადამიანი, ვინც სულიერად დავრდომილს ამ საბანელამდე მიიყვანს (ანუ ეკლესიაში ვინც მოიყვანს).

აი, ნახეთ, როგორი განსხვავებაა ახალი აღთქმის ეკლესიის ძალასა, მადლსა და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის, ახალაღთქმისეულ ემბაზსა და საბანელს და ძველაღთქმისეულ საბანელს შორის. იქ, როგორც გითხარით, წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა ანგელოზი და მხოლოდ ერთი ადამიანი იკურნებოდა: პირველი ვინც მოასწრებდა ჩასვლას. აქ კი უფალი იესო ქრისტე ჩავიდა მდინარე იორდანეში, წყლები აღამღვრია და მთელი სამყარო განკურნა. თუ იქ პირველის მერე ჩავიდოდნენ მეორე და მესამე, ისინი აღარ იკურნებოდნენ, რადგან მადლი აღარ მოქმედებდა, ჩერდებოდა, არა მადლის მომცემელის სიღარიბის გამო, ღმერთის სიღარიბის გამო კი არ ხდებოდა ასე, არამედ მიმღებელთა სულიერი უძლურების გამო იყო ასე. აქ კი პირველის მერე თუ ჩავა მეორე, მესამე, მეოთხე, გინდაც ათი, ასი, თუ ათასი ადამიანი შევიდეს ამ საბანელში, უფრო მეტიც, მთელი სამყარო რომ შევიდეს, ყველა განიკურნება, ყველა აღდგება, ყველა განიწმინდება, იმიტომ, რომ ეს არის ახალი სახის განწმენდა, სულიერი განწმენდაა!

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი: „თუ იქ, რაც მეტი ადამიანი განიბანებოდა, ის წყალი უფრო ბინძური ხდებოდა, აქ რაც უფრო მეტი ადამიანი განიბანება და შედის ამ წყლებში, მით უფრო წმინდა ხდება ის“.

ძვირფასო ძმებო და დებო, რახან ჩვენ გავიხსენეთ ახალი აღთქმის ემბაზი, ნათლისღება, მინდა, დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო უწმინდესი და უნეტარესი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მიერ დაარსებული საყოველთაო ნათლობების შესანიშნავი ტრადიცია, რომელმაც ამდენი სარგებელი და სიხარული მოუტანა ჩვენს ხალხს. ინებოს უფალმა, რომ ჩვენს ეკლესიაში ეს ტრადიცია კვლავაც გაგრძელდეს!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! უფალმა თავისი მადლით და ძალით განკურნოს, განწმინდოს და აღადგინოს ჩვენი სულები. ამინ!

დღეს ჩვენ ვლოცავთ ბერიების გვარს. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და გაგაძლიეროთ“, - იქადაგა მეუშე შიომ.~

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777808044

ახალი ამბები

შსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას რ.შ-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე როშვან შახვედროვის ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს თან...

შსს

1777807915

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი

ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...

ლევან მაჭავარიანი

1777806717

ახალი ამბები

ანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - კონსულტაციების შედეგად, ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავში...

ცოტნე ანანიძე

1777805290

მსოფლიო

გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა

Insa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ი იუწყება. გერმანიაში ჩატარებული გ...

ფრიდრიხ მერცი

1777803462

მსოფლიო

მარკო რუბიო მომავალ კვირას ვატიკანსა და რომს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წმინდა საყდარი და იტალიის მთავრობა გააკრიტიკა. ამის შესახებ იტალიური...

მარკო რუბიო