ფინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უცნობმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
უცნობმა დრონმა რუსეთის საზღვართან ახლოს ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
სამინისტროს ცნობით, უცნობი დრონი შენიშნეს ვიროლახტის მუნიციპალიტეტის თავზე, რომელიც რუსეთის ლენინგრადის ოლქს ესაზღვრება.
დრონის ტიპი, ან წარმომავლობა ჯერ არ არის დადგენილი. აღნიშნულია, რომ დრონი ფინეთის საჰაერო სივრცეში აღარ იმყოფება.
ფინეთის სასაზღვრო დაცვა ინციდენტის გარემოებებს იძიებს.
ფინური მედიის ცნობით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 3 მაისს, ადგილობრივი დროით გამთენიის 01:57 საათიდან დილის 8:00 საათამდე, კოტკასა და ჰამინას პორტების მიმდებარე საზღვაო წყლებში დროებითი საავიაციო შეზღუდვის ზონის შემოღება გამოაცხადეს. ეს ქალაქები ასევე რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
1777806717
ახალი ამბებიანანიძე: პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო - კონსულტაციების შედეგად, ქსელურმა მარკეტებმა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავში...
1777805290
მსოფლიოგამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა
Insa Institute-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანელების 76% ფრიდრიხ მერცის მთავრობის მუშაობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild am Sonntag-ი იუწყება. გერმანიაში ჩატარებული გ...
1777803462
მსოფლიომარკო რუბიო მომავალ კვირას ვატიკანსა და რომს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მომავალ კვირას იტალიასა და ვატიკანს ეწვევა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წმინდა საყდარი და იტალიის მთავრობა გააკრიტიკა. ამის შესახებ იტალიური...
1777802541
ახალი ამბებიბათუმში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა - დაწყებულია გამოძიება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბათუმში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარებ...
1777800815
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს
როდესაც დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ, აქ საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრაში და დაკავშირებადობაზე დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა...































